იან პრაუდი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობა საქართველოსთვის გაუარესდა, ეს კი ნიშნავს შემდეგს, ევროკავშირმა საქართველოსთან ვაჭრობის ზრდით ისარგებლა, საქართველომ კი ვერ შეძლო მისი ვაჭრობის ზრდა ევროკავშირთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 21 ნოემბერი 2024, 00:55

ჩვენ თუ შევხედავთ მონაცემებს, ამერიკულ, დასავლურ მონაცემებს, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების 2014წწ ხელმოწერისა და 2016წწ იმპლემენტაციის შემდეგ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობა საქართველოსთვის გაუარესდა, ეს კი ნიშნავს შემდეგს, ევროკავშირმა საქართველოსთან ვაჭრობის ზრდით ისარგებლა, საქართველომ კი ვერ შეძლო მისი ვაჭრობის ზრდა ევროკავშირთან, - განაცხადა დიპლომატმა იან პრაუდიმ, ლაშა კასრაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

წამყავნმა მას ჰკითხა: როგორც ვხედავთ, მსოფლიო იცვლება, ბევრი რამ იცვლება, გეოპოლიტიკური ძვრებია სახეზე, ეს კი გავლენას ახდენს ერთი მხრივ როგორც დიდ სახელმწიფოთა შორის პოლიტიკაზე, ასევე მეორე მხრივ რეგიონული მასშტაბის პოლიტიკაზეც, საქართველო, სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში, ამ ცვლილების ნაწილია და ამავე დროს სწორედ ამ გეოპოლიტიკური ცვლილების ფონზე, საქართველომ შეცვალა რეგიონული საგარეო პოლიტიკა, ვიტყოდი, რომ პირველად 30 წლის განმავლობაში. „ქუინსი ინსტიტუტის” მიერ გამოცემული თქვენი შესანიშნავი სტატია, ძირითადად ეხება საქართველოს ეკონომიკას, ვიცით რომ საქართველოს შესახებ კვლევა ძირითადად რეგიონული და გეოპოლიტიკური მიმართულებით ხდება, ყველას აინტერესებს თბილისის ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, რუსეთთან, დავარქვათ ამას საერთაშორისო პოლიტიკის, გნებავთ გეოპოლიტიკის გადმოსახედი, ამავე დროს თქვენ წამოწიეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, ბევრი ამაზე ყურადღებას არ ამახვილებს, მე ვგულისხმობ საქართველოს ეკონომიკური განვითარების საკითხს, ის თუ როგორ ვითარდება ქართული ეკონომიკა, თქვენი ნებართვით, რომ გვითხრათ მეტი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ხედავთ საქართველოს განვითარების ეკონომიკურ პერსპექტივას?“

იან პრაუდის განცხადებით, საქართველოს მაინცდამაინც დიდი ეკონომიკური სარგებელი არ უნახავს ევროკავშირთან ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

„პირველს ვიტყოდი ალბათ იმას, რაც სწორედ შენიშნეთ თქვენც, საქართველოში ახლახან ჩატარებული არჩევნების გაშუქებისას დასავლური მედია სწორედ იმ პოლიტიკურ საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას, რომელიც ვითომ ევროპასა და რუსეთს შორის პოლიტიკური არჩევანის გაკეთებას გულისხმობდა. ეს მე მაგონებს გაყრისას ბავშვის მეურვეობაზე დავას. ამ ყველაფერს კი ფონად გასდევს სურვილი, რომ საქართველო ერთ დღეს გახდეს ევროკავშირის წევრი, ევროკავშირი კი საბოლოო ჯამში ეკონომიკური გაერთიანებაა.

ევროკავშირი მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე წარმოიქმნა სწორედ იმ მიზნით, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის გზით ამ სახელმწიფოების ერთმანეთში პოლიტიკური კავშირები გაეჯანსაღებინათ, შესაბამისად ჯერ მოდის ეკონომიკა და მას მოსდევს პოლიტიკა. თუ ეთანხმებით იმ დებულებას, რომ ევროკავშირი პირველ რიგში ეკონომიკური დაჯგუფებაა, რომელიც ეფუძნება ოთხ თავისუფლებას - გადაადგილების, სერვისების, ინვესტიციებისა და ნაწარმის თავისუფლებას, ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობების ანალიზის საუკეთესო გზა ეს არის. ჩვენ თუ შევხედავთ მონაცემებს, ამერიკულ, დასავლურ მონაცემებს, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების 2014წწ ხელმოწერისა და 2016წწ იმპლემენტაციის შემდეგ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობა საქართველოსთვის გაუარესდა, ეს კი ნიშნავს შემდეგს, ევროკავშირმა საქართველოსთან ვაჭრობის ზრდით ისარგებლა, საქართველომ კი ვერ შეძლო მისი ვაჭრობის ზრდა ევროკავშირთან.

დეტალურ ეკონომიკურ ანალიზით თავს არ შეგაწყენთ მაგრამ მონაცემთა მთელი ბაზა არსებობს, რომელიც გვაჩვენებს, რომ საქართველოს მაინცდამაინც დიდი ეკონომიკური სარგებელი არ უნახავს და სინამდვილეში პირიქით, ეკონომიკური დანაკარგიც კი ნახა“, - განაცხადა იან პრაუდიმ.

ცნობისთვის, იან პრაუდი გაერთიანებულ სამეფოში მისი უდიდებულესობის დიპლომატიურ სამსახურში1999 წლიდან 2023 წლის ჩათვლით მსახურობდა. ის ამჟამინდელი თაობის დიპლომატთა შორის ერთადერთია, ვინც ვლადიმირ პუტინთან პირისპირ არის შეხვედრილი 2013 წელს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბოლო ვიზიტისას გაერთიანებულ სამეფოში. იან პრაუდი დიდი რვიანის სამიტის ორგანიზატორი იყო, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში 2013 წელს გაიმართა. იან პრაუდი ერთერთი ყველაზე წარმატებული ექსპერტია კრიზისების მართვის მიმართულებით, ის ჩართული იყო ამ თვალსაზრისით 2001 წლის 11 სექტემბრის, ბალიში 2002 წელს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების, 2004 წლის ინდოეთის ცუნამის, არაბული გაზაფხულისა და ფუკუშიმას 2011 წლის კატასტროფის კრიზისის მართვის საქმიანობაში. 2014 წლის ივლისიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით იან პრაუდი მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში, გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ მისიაში და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ბრიტანელი მინისტრებისთვის რჩევის მიცემა იყო, კრემლის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მან ასევე ავტორიზაცია გაუწია რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების დიდ ნაწილს. მიუხედავად ამისა მას მიაჩნია, რომ დასავლეთის მიერ კრემლის წინააღმდეგ გატარებული სანქციების პოლიტიკა იყო წარუმატებელი. მოსკოვში ბრიტანულ საელჩოში საქმიანობისას, მან გადამწყვეტი როლი შეასრულა 2018 წლის მარტში, სალისბურიში, გაერთიანებულ სამეფოში, ქვეყნიდან რუს დიპლომატთა გაძევებაში. იან პრაუდი ასევე იყო „აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დიპლომატიური აკადემიის“ თავმჯდომარე და ასევე, ვიცე - თავმჯდომარე „მოსკოვის ანგლო - ამერიკულ სკოლაში“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა
ირაკლი კირცხალია რადიკალურ ოპოზიციაზე: მათი გეგმა ყოველთვის იყო და არის ერთადერთი - როგორ იპარაზიტონ, როგორ მოაწყონ დესტრუქცია
გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი: უნდა დასრულდეს მოჯადოებულ წრეზე სიარული, რომელიც მოსკოვის სტრატეგიული დამარცხების სურვილს გულისხმობს - თუ ტრამპი უკრაინაში ომს შეაჩერებს, ეს კარგი დასაწყისი იქნება
იან პრაუდი: ყველა უნდა მივიღოთ, პატივი უნდა ვცეთ ყველას არჩევანს, ცხოვრების წესს. მე ამას ვემხრობი, მაგრამ ეს მოითხოვს გათვალისწინებას იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ხალხია, ყველას ცხოვრების საკუთარი წესი აქვს
არქივი