იაფ მუშახელთან დაკავშირებით ვიტყვი, ევროპელ დამსაქმებელს მოლდოველი ან უკრაინელი ადამიანის დასაქმება ევროკავშირის მოქალაქესთან შედარებით გაცილებით უარესი პირობებით შეუძლია და იგივე ეხება საქართველოს მოქალაქეებსაც, - განაცხადა დიპლომატმა იან პრაუდიმ, ლაშა კასრაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
წამყვანმა მას ჰკითხა: ბევრი ანალიტიკოსი იმასაც ამბობს რომ საქართველო ევროკავშირისთვის იაფი მუშახელის წყაროდ იქცა. ეს სამწუხაროა. ქართველები ბოლო 30 წლის განმავლობაში, სამხრეთ კავკასიით ევროკავშირის დაინტერესებიდან მოყოლებული, საქართველოში იმედოვნებდნენ, რომ რაიმე ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის მსგავსი მაინც იქნებოდა გატარებული და ქართული ეკონომიკა განვითარებული.
იან პრაუდის განცხადებით, იაფ მუშახელთან დაკავშირებული კითხვა სავსებით ვალიდურია.
„იაფ მუშახელთან დაკავშირებით ვიტყვი თქვენი ნებართვით, ზუსტად იგივეა მოლდოვასა და უკრაინაშიც, მოლდოვას მოსახლეობა სწორედ იმიტომაა ასეთი მცირე რაოდენობის, რომ ბევრი ევროკავშირში წავიდა საცხოვრებლად, უფრო რუმინეთში, ვინაიდან მათ რუმინული პასპორტის აღების უფლება აქვთ. ძირითადად ომის მიზეზით მაგრამ 10-მა მილიონმა უკრაინელმა დატოვა სამშობლო და ევროკავშირში მუშაობს დაბალ ფასად, ევროპელ დამსაქმებელს მოლდოველი ან უკრაინელი ადამიანის დასაქმება ევროკავშირის მოქალაქესთან შედარებით გაცილებით უარესი პირობებით შეუძლია და იგივე ეხება საქართველოს მოქალაქეებსაც. ეს სხვაობა დასაქმებულთა ანაზღაურებაში ზუსტად იგივეა საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაშიც. „ქუინსი ინსტიტუტისთვის“ სტატიის მომზადებისას დავინტერესდი ასევე მიგრაციის სტატისტიკით და აღმოვაჩინე, რომ შეინიშნება მცირე ეროზია საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაში ბოლო წლების განმავლობაში და ამის გადინების მიზეზია მაგალითად ახალგაზრდებში დაუსაქმებელთა გარკვეული ოდენობა. ამავე დროს სახეზე უცხოელთა შემოდინება, ეს კი თავის მხრივ უკრაინის ომისგან მომავალი კიდევ სხვა სახის გამოწვევების მომტანია. გამომდინარე აქედან პუნქტი იაფი მუშახელის შესახებ სრულად ვალიდურია, გეთანხმებით“, - განაცხადა იან პრაუდიმ.
ცნობისთვის, იან პრაუდი გაერთიანებულ სამეფოში მისი უდიდებულესობის დიპლომატიურ სამსახურში1999 წლიდან 2023 წლის ჩათვლით მსახურობდა. ის ამჟამინდელი თაობის დიპლომატთა შორის ერთადერთია, ვინც ვლადიმირ პუტინთან პირისპირ არის შეხვედრილი 2013 წელს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბოლო ვიზიტისას გაერთიანებულ სამეფოში. იან პრაუდი დიდი რვიანის სამიტის ორგანიზატორი იყო, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში 2013 წელს გაიმართა. იან პრაუდი ერთერთი ყველაზე წარმატებული ექსპერტია კრიზისების მართვის მიმართულებით, ის ჩართული იყო ამ თვალსაზრისით 2001 წლის 11 სექტემბრის, ბალიში 2002 წელს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების, 2004 წლის ინდოეთის ცუნამის, არაბული გაზაფხულისა და ფუკუშიმას 2011 წლის კატასტროფის კრიზისის მართვის საქმიანობაში. 2014 წლის ივლისიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით იან პრაუდი მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში, გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ მისიაში და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ბრიტანელი მინისტრებისთვის რჩევის მიცემა იყო, კრემლის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მან ასევე ავტორიზაცია გაუწია რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების დიდ ნაწილს. მიუხედავად ამისა მას მიაჩნია, რომ დასავლეთის მიერ კრემლის წინააღმდეგ გატარებული სანქციების პოლიტიკა იყო წარუმატებელი. მოსკოვში ბრიტანულ საელჩოში საქმიანობისას, მან გადამწყვეტი როლი შეასრულა 2018 წლის მარტში, სალისბურიში, გაერთიანებულ სამეფოში, ქვეყნიდან რუს დიპლომატთა გაძევებაში. იან პრაუდი ასევე იყო „აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დიპლომატიური აკადემიის“ თავმჯდომარე და ასევე, ვიცე - თავმჯდომარე „მოსკოვის ანგლო - ამერიკულ სკოლაში“.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |