შალვა პაპუაშვილი: ყველას ვარწმუნებ, რომ ამ მძიმე ზიანს, რაც სალომე ზურაბიშვილმა მიაყენა საქართველოს და პრეზიდენტის ინსტიტუტს აღმოფხვრის ადამიანი, რომელსაც ავირჩევთ პრეზიდენტად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 21 ნოემბერი 2024, 00:35

მე ერთადერთ რაც ვიცი იმ პარტნიორებისგან, რომელთანაც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, არის ის, რომ ეს საუბრები მასთან ყველას უკვე მობეზრებული აქვს და აქეთ არის შემოთვლები, რომ თავი მოაბეზრა იმ ხალს იმ ტყუილებით, რომელსაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

მისი თქმით, ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს ძლიერი ზიანი მიაყენა, თუმცა ამას აღმოფხვრის ის ადამიანი, რომელიც მალე არჩეული იქნება პრეზიდენტის პოსტზე.

„ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ ეს იყო რუსული სპეცოპერაცია. სერიოზულია გერქვას საქართველოს პრეზიდენტი და შენს ქვეყანას აბრალებდე იმას, რომ მოხდა უცხო ქვეყნის ჩარევა და ეს თქვა ჭორად. ამ არასერიოზულობაზე რა პასუხი უნდა გვქონდეს, გარდა იმისა, რომ მალე გვეყოლება ახალი პრეზიდენტი, რომელსაც ექნება ძალიან რთული ამოცანა, რადგან ქალბატონმა სალომემ, მისმა მოკავშირე ენჯეოებმა, ოპოზიციამ და უცხოელებმა ისე დააზიანეს ეს ინსტიტუტი, დრო დასჭირდება რომ ეს ზიანი აღმოიფხვრას. დაიგულა რა მან ნაცმოძრაობის მხარდაჭერა პარლამენტში, თქვა, რომ აღარ აინტერესებს კონსტიტუცია, დაარღვევს კონსტიტუციას და იქნება თანამდებობაზე, რაც მთავარია ამას ხელი შეუწყო უცხოელმა პარტნიორებმა - გერმანიაში ვიზიტი, ბრიუსელში ვიზიტი. ამას გვიკეთებდა ხალხი, რომელიც გვეუბნება ქართველო ხალხო პატივს გცემთო. ქართველი ხალხის პატივისცემა ისაა ხინკალი და ხაჭაპური რომ მოგწონს, თუ სახელმწიფოსა და კონსტიტუციის პატივისცემაა უპირველეს ყოვლისა. რომ მოიწვევ ხან ბერლინში, ხან ბრიუსელში, ხან საფრანგეთში, რომელსაც არ ექნება მთავრობის თანხმობა ვიზიტზე და ახლაც აქვს გეგმები რომ გავიდეს ქვეყნიდან, ამით ხომ ამბობ, რომ არ გვაინტერესებს თქვენი კონსტიტუცია, ჩვენ ვართ „უფროსი ძმები“ და ახლა თქვენი კონსტიტუცია გვადარდეთო. ამ დამოკიდებულების გამო იყო მათ შორის, ქუდზე კაცი რომ გამოვიდა და რიგები დადგა [საარჩევნო უბნებთან]. ყველას ვარწმუნებ, რომ ეს მძიმე ზიანი რაც სალომე ზურაბიშვილმა მიაყენა საქართველოს და პრეზიდენტის ინსტიტუტს, ამ ყველა ზიანს აღმოფხვრის ადამიანი, რომელსაც ავირჩევთ პრეზიდენტად და რომელიც ღირსეულად წაუძღვება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ალექსანდრე დარახველიძე: 143 პოლიციელია დაზარალებული აქციის ფარგლებში. აქციის მონაწილეები ძალიან მძიმე საშუალებებს იყენებენ პოლიციელების მიმართ. განსაკუთრებით საშიშია პიროტექნიკის გამოყენება
აქციის მიმდინარეობისას გაკეთებულ კიდევ ერთ ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ გადასცემს ერთი მონაწილე მეორე პირს სავარაუდოდ, „მოლოტოვის კოქტეილს“
სამხედრო მდგომარეობის შემოღების შემდეგ სამხრეთ კორეაში პოლიტიკური აქტივობა აიკრძალა
ირაკლი ღარიბაშვილი: ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
მიხეილ სარჯველაძე - მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ყველა, რომ პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და მართლწესრიგი სუფევდეს
არქივი