შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ გვინდა სამადლოდ მიგვიღოს ვინმემ ევროკავშირში. ჩვენ გვინდა მიგვიღონ გააზრებულად, რომ ვჭირდებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 21 ნოემბერი 2024, 00:20

ჩვენ არ გვინდა სამადლოდ მიგვიღოს ვინმემ ევროკავშირში. ჩვენ გვინდა მიგვიღონ გააზრებულად, რომ ვჭირდებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობით საინტერესოა ევროკავშირისთვის და ეს უნდა აღიაროს და ვერავინ გადმოხედავს ქართველ ხალხს ზემოდან.

„აქ საბოლოო ჯამში საუბარი ხომ არ არის მხოლოდ, რაღაც პოლიტიკურ სიმპათიებზე, ჩვენ საინტერესო ვართ არა პოლიტიკური პარტიებით, მათ შორის ევროპაში, არამედ როგორც სახელმწიფო, ჩვენი სახელმწიფოს მდებარეობა, გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ა.შ. ჩვენ, ჩვენი ღირებულება გვაქვს ევროკავშირისთვის და გამოჩნდა ახლა ამ კრიზისის დროს, როდესაც ცალკე ჩრდილოეთის დერეფანი ჩაიკეტა, ცალკე სამხრეთის და საქართველოს გავლით გადის ყველა ტვირთი ევროპასა და აზიას შორის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ნურავის იფიქრებს, რომ „ქართველი ხალხის რევიზორი გახდება“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და მანდატებზე უარის თქმა. თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რამდენიმე დღეში
ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება არ არსებობს. ამას ვინმე გაიფიქრებდა, რომ საქართველოს მოქალაქე ევროკავშირში „დანოსს“ გააგზავნიდა - ძალიან გთოვთ დაგვსაჯეთო?!
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადება
საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა
არქივი