რა კავშირი აქვს ოჯახური ღირებულებების კანონს არჩევნებთან? ანუ თუ გავაუქმებთ არჩევნები კარგი იყო, თუ არა ცუდი? ვინც ამას აკავშირებს არჩევნებთან, ეს აჩვენებს მათ არაკეთილსინდისიერებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში, რითაც გამოეხმაურა უცხოეთიდან მოწოდებებს, რომ კონკრეტული კანონები გაუქმდეს.
მისი თქმით, ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსს საქართველოსთან მიმართებით „დიდი ძმის“ როლის თამაში უნდა, რაც არ გამოუვათ.
„სინამდვილეში აქ არჩევნების ავკარგიანობაზე საუბარი საერთოდ არ არის. ჩვენ ვხედავთ რომ სინამდვილეში რაც ზოგიერთებს ეტკინათ, არის გამჭვირვალობის კანონი. ვნახეთ არჩევნებზე, რამდენად მნიშვნელოვანი ზოგიერთისთვის, რომ ფარული იყოს. ეს ხარჯები. ვნახეთ საარჩევნო კამპანიაში პირდაპირ უცხოური დაფინანსება. 20 ოქტომბერს რომ ჩატარდა დიდი აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ორგანიზებული, რომელიც თავისი შინაარსით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც მათ შორის ევროკავშირის თანხებით დაფინანსებული. ეს რა საქციელია, ამაში რამე არის ევროპულობის? რა კავშირი აქვს იმ აქციაში დახარჯულ ფულს ევროპასთან, ღირებულებებთან, იმასთან რისკენაც ვისწრაფვით? ზოგიერთი სახე, რომელსაც ვხედავთ, მათ შორის არიან პოლიტიკოსები, რომელთა წარსულიც დაკავშირებულია პერესტროიკასთან. თუნდაც, ქალბატონი რასა არის გორბაჩოვის დროინდელი პოლიტიკოსი, რომელიც ღირებულებებზე გველაპარაკება და ჩვენ ვხედავთ, ზოგიერთი პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსს, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებიდან, რომელთაც მე მგონი ბევრი უყურეს მოსკოვს და იმას, როგორც ხდებოდა „დიდი ძმის“ თამაში და ახლა თავად უნდა საქართველოსთან მიმართებით ითამაშონ „დიდი ძმის“ როლი. ასე არ გამოვა. ამ წესებით არ ვაპირებთ ევროინტეგრაციას, რომ ესტონეთის თუ შვედეთის რომელიღაც კომიტეტის თავმჯდომარემ თავი წარმოგვიჩინოს უფროს ძმად. არავისზე ნალები ქართველი ერი არაფერში ნაკლები არ არის. არ გვესწავლება ჭკუა, იმ ხალხისგან რომლებიც პოლიტიკურ კორუფციაში არიან ჩართულები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |