16
19 ნოემბერი 2024, 23:10
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია ტელეკომპანია „იმედის" გადამღები ჯგუფის მიმართ რადიკალური ოპოზიციის აქციაზე მყოფების მხრიდან თავდასხმას და უმძიმეს შეურაცხყოფებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია TV Imedi -ს და არხის ყველა ჟურნალისტს!
რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ კარგად გამოაჩინა თავისი რეალური სახე - თავდასხმა მედიაზე, შეურაცხყოფა და ბულინგი მათგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ.
ოპოზიციის ლიდერები აქეზებენ ახალგაზრდებს შეურაცხმყოფელი საქციელისკენ.
ძალადობა
დაუშვებელია!“, - წერს იგი.
ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა. დაზიანებულია „იმედის“ ტექნიკა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს რადიკალებმა წყალი შეასხეს.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კი „იმედის“ ჯგუფს ასე მიმართა - გისურვებთ 7 ნოემბერს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |