„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიერ გამართული აქციის მონაწილის უმსგავსო საქციელს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ამავდროულად ის აქვეყნებს ამ ფაქტის დამადასტურებელ ვიდეოს და აღნიშნავს, რომ უპრიანი იქნება ასეთი ადამიანებისთვის რაიმე ფორმით დაღის დასმა, რათა მათი ამოცნობა საზოგადოებისთვის მარტივი გახდეს.
„ვიჩქარე. დაასრულეს მეთქი ჩვენს საფლავებზე მოსაქმება - დავწერე ამ დღეებში. ამ ეტაპზე, წმინდანების საფლავებზე გადავიდნენ. აბსოლუტური უცოდინარობით, არაადამიანური სუბსტანციური ინსტინქტებით, ოპოზიციური სპექტრის შინაარსობრივი დემონსტრირებით, სქემით: რეჟისორი, ოპერატორი, მთავარი „გმირი“.
იმის ახსნას, თუ ვის გაუბედა, ქართველობის რომელი გმირული განსახიერების სიმბოლოს და მის ერთგულ მეუღლეს, დაბრძანებულს წმინდა ექვთიმესთან ერთ საფლავში, ამ არსებებთან აზრი არა აქვს. მაწანწალა უპატრონო დაჩიპულ ძაღლებსაც კი, უფრო მეტი შეგნება აქვთ და მამადავითზე მე მათი ფიზიოლოგიური „გამოვლინებები“ საფლავებზე არასდროს მინახავს.
ადრე პროგრესულ ევროპაში გარკვეული დანაშაულის ჩამდენ პირებს სტიგმებით განასხვავებდნენ ნორმალური ადამიანებისაგან - ალექსანდრე დიუმას „მილედი" ყველას გვახსოვს. არაპროგრესულ აზიაში კიდურმოკვეთილ ადამიანში ქურდობაზე გასამართლებულის ამოცნობა შეიძლებოდა. ზოგან იძულებით კასტრაციასაც მიმართავდნენ. ჩვენი ამ არსებების რამენაირი სახით მონიშვნა/დაჩიპვა არ იქნებოდა ურიგო ამ წუთისოფელში, ხოლო ზეციურ საქართველომდე ასეთი „ცხოვრებით" მიღწევა მათ ძალიან გაუჭირდებათ...“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |