გიორგი მამარდაშვილი: ამინდმა ხელი არ შეგვიწყო, ფრე ლოგიკური შედეგი იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
109 17 ნოემბერი 2024, 01:47

ჩემი აზრით, დღეს ორივე გუნდი თანაბრად იმსახურებდა მოგებას. არც ჩვენ და არც მათ ამინდმა ხელი არ შეგვიწყო, კარგად რომ გვეთამაშა - ფრე ლოგიკური შედეგი იყო,- განაცხადა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა უკრაინის ნაკრებთან მატჩის ფრედ დასრულების შემდგომ.

„ჯგუფში დაძაბული ვითარებაა. მგონია, რომ ჩეხეთთან რთული და დაძაბული შეხვედრა იქნება, რადგან გასვლაზე თამაში არასოდეს არ არის მარტივი. თუმცა, კარგი შემართებით მივდივართ, რადგან ვიცით, რომ აუცილებლად მოსაგები მატჩია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ.

ჩემი აზრით, დღეს ორივე გუნდი თანაბრად იმსახურებდა მოგებას. არც ჩვენ და არც მათ ამინდმა ხელი არ შეგვიწყო, კარგად რომ გვეთამაშა. საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ფრე ლოგიკური შედეგი იყო“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

საქართველოსა და უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა. ერთა ლიგის ჯგუფის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს ჩეხეთთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი