ხვიჩა კვარაცხელია: ბოლოს გავჩერდი და ვიფიქრე, ისევ გაგვიტანეს-მეთქი. ამ დროს გამოჩნდა გმირი, მამარდაშვილი და გადაგვარჩინა - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩეხეთთან მოვიგოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 17 ნოემბერი 2024, 01:43

ბოლოს გავჩერდი და ვიფიქრე, ისევ გაგვიტანეს-მეთქი. ამ დროს გამოჩნდა გმირი, მამარდაშვილი და გადაგვარჩინა - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩეხეთთან მოვიგოთ,- განაცხადა საქართველოს ნაკრების მოთამაშემ ხვიჩა კვარაცხელიამ უკრაინის ნაკრებთან მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ.

„ბოლო წუთზე უკრაინელების შექმნილ მომენტს რაც შეეხება: მამარდაშვილი თავის სტილშია, განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია – მისგან ასეთი ნახტომები ხშირია და მადლობა გიორგის. გავჩერდი და ვიფიქრე, ისევ გაგვიტანეს-მეთქი. ამ დროს გამოჩნდა გმირი და გადაგვარჩინა.

ჩეხეთში, რა თქმა უნდა, გასამარჯვებლად მივდივართ. ეს გვჭირდება, ჯგუფში პირველი-მეორე ადგილი რომ დავიკავოთ. დიდი ხანია ვამბობ, რომ ნაკრები მოედანზე მოსაგებად გადის. არ აქვს მნიშვნელობა სახელს. ჩავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩეხეთთან მოვიგოთ და წარმატებას მივაღწიოთ“, – აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი