ბიძინა გიორგობიანი: უცხოელი ლობისტების, მოქრთამული პოლიტიკოსების, ევროპარლამენტარებისა და ასევე ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული, სალომე ზურაბიშვილის წაქეზებამ გამოიწვია ოპოზიციის კრიმინალურ რელსებზე გადასვლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 16 ნოემბერი 2024, 19:28

უცხოელი მხარდამჭერების, ლობისტების, მოქრთამული პოლიტიკოსების, ევროპარლამენტარებისა და ასევე ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული, სალომე ზურაბიშვილის კრიმინალურ-წამქეზებელ ინსტიტუციის წაქეზებამ გამოიწვია ოპოზიციის კრიმინალურ რელსებზე გადასვლა, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“.

„სისხლის სამართლის დანაშაულია ეს ვანდალური აქტი. რა თქმა უნდა, ამ ვანდალურ აქტში ნათლად ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების ნამდვილი სახე. ის ძალადობა, რასაც ახორციელებდა „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყო დღეს ოპოზიციის ადგილიდან გრძელდება. ფაქტობრივად გადავიდა მდგომარეობა მათი მხრიდან ღია ტერორში პიროვნებების მიმართ. პატარა ვაშაძემ, რომელიც აკეთებდა რაღაც საოცარ განცხადებებს, დღეს ამ ვანდალური აქტის შემდეგ განაცხადა, რომ მათ უნდა გააგრძელონ ასეთი ტერორისტული თავდასხმები ყველას მიმართ და სადაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერებს ნახავენ უნდა მიასხან მელანი. მან ეს განაცხადა ოფიციალურად და რა თქმა უნდა, ამას ექნება თავისი გაგრძელება, ეს არის უკვე სისხლის სამართლის დანაშაული. უცხოელი მხარდამჭერების, ლობისტების, მოქრთამული პოლიტიკოსების, ევროპარლამენტარებისა და ასევე ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული, სალომე ზურაბიშვილის კრიმინალურ-წამქეზებელ ინსტიტუციამ, რომელიც არცხვენს საქართველოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათმა წაქეზებამ გამოიწვია ოპოზიციის კრიმინალურ რელსებზე გადასვლა.

ისინი გადავიდნენ თავდასხმებზე, რაღაც სამკლავურებიც კი მოირგეს, როგორც ფაშისტებს სჩვევიათ და მოუწოდებენ ერთმანეთს, რომ გაუსწორდნენ ფიზიკურად იმ ადამიანებს, ვინც არჩევნები მოუგო. ოპოზიციამ არჩევნები წააგო პირწმინდად, დასრულდა უკვე საარჩევნო ციკლი, ცესკომ შეაფასა არჩევნები, გამოქვეყნდა ოფიციალური შედეგები და უკვე დაინიშნა პარლამენტის პირველი სხდომა. სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია მათი კრიმინალურ ქმედებებზე და თავდასხმებზე გადასვლა“,- განაცხადა გიორგობიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და მანდატებზე უარის თქმა. თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რამდენიმე დღეში
ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება არ არსებობს. ამას ვინმე გაიფიქრებდა, რომ საქართველოს მოქალაქე ევროკავშირში „დანოსს“ გააგზავნიდა - ძალიან გთოვთ დაგვსაჯეთო?!
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადება
საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა
არქივი