რესპუბლიკის მოედნიდან, ორგანიზაცია „დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 15 ნოემბერი 2024, 19:19

 რესპუბლიკის მოედნიდან, ორგანიზაცია „დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მსვლელობას თსუ-ს მიმართულებით მართავენ. მსვლელობაში ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიების წევრები. აქციას ასევე თსუ-ს სტუდენტთა ნაწილიც შეუერთდა, რომელთაც ბანერი უჭირავთ წარწერით: „არჩევანი მოგვპარეს, არადანი ჩვენია", ასევე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არ დავარდეს.

„ეს რეჟიმი სულ უფრო და უფრო მძიმდება. ჩვენ ვხვდებით, რომ არჩევნების გაყალბება არ არის ერთადერთი ნაბიჯი, რაც მათ გადადგეს. ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებელი, ევროპული ქვეყნისთვის, სადაც დამოუკიდებელი ინსტიტუტებია და „რუსულ კანონს“ არ იღებენ, არ დევნიან არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადამიანებს შეხედულებების გამო და არ სცემენ მათ სპეცრაზმის მეშვეობით. ფაქტია, ყოველდღიურად ჩვენ ბევრ რაიმეს გავიგებთ, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დააშორებს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ილია ღლონტმა.

როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე აცხადებს, ავტორიტარიზმი რამდენიმე დღეში არ სრულდება.

„გეგმას აქვს სამი შემადგენელი ასპექტი. პირველი ეს არის არჩევნების საერთაშორისო არ აღიარება, მეორე პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტიის შესვლა და ეს არის უფლებამოსილების ცნობის დღე, რომ საზოგადოებამ ამ პროცესს შეუშალოს ხელი, რომ „ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი არ აღმოჩნდეს იმ დარბაზში. ამ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა დამოუკიდებლობის დაკარგვას გულისხმობს",- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თსუ-სთან აქციაზე - შენობა, შიდა ტერიტორია აქციებისთვის არაა განკუთვნილი, ვერ შევუშვებთ ვერავის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტთა ნაწილი აქციას მართავს
სალომე ზურაბიშვილი - ვიდრე რამდენიმე პარასკევი კიდევ მაქვს, ჩემი პირადი სახელი ასევე არის საზოგადოების და ამ ქვეყნის სახელი
შალვა პაპუაშვილი: სპორტის ოლიმპიურ სახეობებში წელს ისტორიული შედეგები გვქონდა, ჩვენმა ხალხმა განსაკუთრებული სიხარული განიცადა იმ მიღწევებით, რომელიც სპორტსმენებმა გვაჩუქეს
რუსეთის თავის მოქალაქეებს აფხაზეთში ჩასვლისგან თავშეკავებას ურჩევს
არქივი