შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძე აქამდეც ყოფილან თაღლითობაში მხრილებულნი და მათ ამ დრომდე აქვთ დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, რომელიც არბიტრაჟმა დააკისრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 15 ნოემბერი 2024, 17:51

ადამიანები ერთხელ რომ არიან გასამართლებულები თაღლითობაზე, არ ვიცი რა კონკრეტული ბრალდებებია, თუმცა მათი წინა პრაქტიკიდან გამომდინარე ბევრი რამე გამორიცხული არ არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ბიზნესმენ ალექსანდრე ამაშუკელის მხრიდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხებოდა.

მისი თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძე აქამდეც ყოფილან თაღლითობაში მხრილებულნი და მათ ამ დრომდე აქვთ დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, რომელიც არბიტრაჟმა დააკისრა.

„ერთი, რაც ვიცი, 650 ათასი დოლარი აქვს გადასახდელი ბატონ ხაზარაძეს. გადაიხადა თუ არა 650 ათასი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში? აი, რომ უნდოდა მილიარდ-ნახევარი ჩვენი ბიუჯეტიდან წაეღო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ყალბი, თაღლითური ბრალდებით, რომელიც მათ ჰქონდათ ჯერ საქართველოში სასამართლოებში, სადაც დამარცხდნენ და შემდეგ არბიტრაჟებში, დამარცხდნენ. აი, ამ თაღლითობით მილიარდ-ნახევარი რომ ვერ წაიღეს და აღმოჩნდა, რომ იქით 650 ათასი დოლარი აქვს ბიუჯეტში ჩასარიცხი, ჩაიარა ახლა არჩევნებმა და რას აპირებენ? აპირებენ თუ არა ჩარიცხონ ბიუჯეტში?“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ისევ თაღლითობაში ადანაშაულებენ. საუბარია ხაზარაძის კომპანიის „იმერეთი გრინერის“ დაზარალებულ ინვესტორებზე და დაკარგულ მილიონებზე. განცხადება უკვე პროკურატურაშია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი