მამუკა ხაზარაძე - როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება სახალხო დაუმორჩილებლობა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 15 ნოემბერი 2024, 16:00

როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება - სახალხო დაუმორჩილებლობა! - მოგიწოდებთ, ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას და გაყალბებას! - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა.

ხაზარაძე გამარჯვების მიღწევის გზებს ასახელებს, მათ შორის პროტესტის მრავალფეროვნებას და ბევრ სხვადასხვა საპროტესტო კერას.

„გამარჯვება მიიღწევა მიზნისკენ დაუღალავი სიარულით, ნებისყოფით, სიმტკიცით, პროტესტის მრავალფეროვნებით და ბევრი სხვადასხვა საპროტესტო კერით - ინსტიტუტებში, საჯარო და კერძო სექტორებში, საზოგადოებრივ ადგილებში. როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება - სახალხო დაუმორჩილებლობა!

ჩვენ შეგვიძლია ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და აღვადგინოთ თითოეული მოქალაქის უფლება.

ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული ფუნდამენტური უფლება! მოგიწოდებთ, ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას და გაყალბებას! დავიბრუნოთ წართმეული უფლებები! ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!“ - წერს ხაზარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ლეგიტიმაციას პარლამენტს ხალხი აძლევს, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ჩვენს უკან დგას ხალხი
შალვა პაპუაშვილი: ლეგიტიმაციას პარლამენტს ხალხი აძლევს, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ჩვენს უკან დგას ხალხი
შალვა პაპუაშვილი: ცესკოში არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. მათ დაუსვით კითხვები, როგორი აპარატი შემოიტანეს - ეს არჩევნები ზუსტად იმ მეთოდით ჩატარდა, რა მეთოდიც ცესკოს მხრიდან დამტკიცდა
ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ
შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძე აქამდეც ყოფილან თაღლითობაში მხრილებულნი და მათ ამ დრომდე აქვთ დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, რომელიც არბიტრაჟმა დააკისრა
არქივი