სურსათის ეროვნული ეროვნული სააგენტოს ცნობით, 190-ზე მეტი ობიექტის ვეტერინარული კონტროლის შედეგად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ხუთი დარღვევა გამოვლინდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 15 ნოემბერი 2024, 15:30

190-ზე მეტი ობიექტის ვეტერინარული კონტროლის შედეგად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 5 დარღვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ვეტერინარულ კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შემოწმდა 190-ზე მეტი ობიექტი, საიდანაც დარღვევა მხოლოდ 5 შემთხვევაში გამოვლინდა.

„გამოვლენილ სამართალდარღვევებს შორისაა არარეგისტრირებული, ვადაგასული პრეპარატის რეალიზაციისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის შემთხვევები. შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობისა და ფერმერთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს; ლაბორატორიული კვლევისთვის ინსპექტორები ნიმუშებს იღებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს აფრთხილებს: მნიშვნელოვანია, ვეტერინარული პრეპარატების შეძენის დროს, ყურადღებით გაეცნოთ ეტიკეტს, დაიცვათ გამოყენების წესი და ვადები. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდით ცხელ ხაზს – 15 01“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ნებისმიერ ტერიტორიაზე, სადაც საოკუპაციო მმართველობაა, სტაბილურობა შეუძლებელია, ჩვენს საერთო, აფხაზი თანამოქალაქეების ინტერესშია, ერთიან საქართველოს ფარგლებში განვითარდეს ქვეყანა
შალვა პაპუაშვილი - ვამბობდით, რომ ოპოზიციის მიზანი იყო, საქართველოსგან შეექმნათ ვასალური სახელმწიფო, რომელიც იმართება გარედან, დამოუკიდებლობისთვის ამის გამო ნამდვილად არ გვიბრძოლია
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას პრიმიტიული დამოკიდებულება აქვს თუნდაც აშშ-ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან - მათი ილუზიაა, რომ შეიძლება პირადი კონტაქტები დაამყარო, ვიღაცასთან ფოტო გადაიღო და ესაა საგარეო პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ქალბატონ სალომეს თანამდებობაზე ყოფნის სულ რამდენიმე პარასკევი აქვს დარჩენილი და წესით, დაკავებული უნდა იყოს საკუთარი ნივთების გამზადებით
გიორგი კალანდარიშვილი - ზეწოლა და მუქარა ვერ შეგვაცვლევინებს მყარ პოზიციას, რომ არჩევნები ადმინისტრირებული იყო კარგად - მუქარის შეტყობინებები, სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები მოტივაციაა, რომ დაუღალავად ვიმუშაოთ
არქივი