ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც შეტაკება მოხდს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 15 ნოემბერი 2024, 13:53

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის სესია გაიხსნა, რომელზედაც „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ „კანონპროექტის“ რატიფიკაცია იგეგმებოდა, თუმცა ე.წ. „დეპუტატებმა“ დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა არ გაგრძელდება.

ე.წ. „პარლამენტის“ შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც „კანონპროექტის“ რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან, დაშლას არ აპირებენ და მოითხოვენ, სხდომა ჩატარდეს და ე.წ. „დეპუტატებმა“ „კანონპროექტის“ წინააღმდეგ მისცენ ხმა.

„სხდომა უნდა შედგეს და დეპუტატებმა საკითხი დღის წესრიგიდან უნდა მოხსნან. სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, აქედან არსად წასვლას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ადგურ არძინბამ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი - ზეწოლა და მუქარა ვერ შეგვაცვლევინებს მყარ პოზიციას, რომ არჩევნები ადმინისტრირებული იყო კარგად - მუქარის შეტყობინებები, სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები მოტივაციაა, რომ დაუღალავად ვიმუშაოთ
მამუკა ხაზარაძე - როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება სახალხო დაუმორჩილებლობა!
ნათია მეზვრიშვილი - ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას
აფხაზეთში ე.წ. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
სურსათის ეროვნული ეროვნული სააგენტოს ცნობით, 190-ზე მეტი ობიექტის ვეტერინარული კონტროლის შედეგად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ხუთი დარღვევა გამოვლინდა
არქივი