ჯო ბაიდენი პერუში ჩავიდა, სადაც სი ძინპინს შეხვდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 15 ნოემბერი 2024, 12:35

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ლათინურ ამერიკაში ექვსდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პერუში ჩავიდა, - ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენი, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება.

ჯო ბაიდენი, ვიზიტის ფარგლებში, ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18-19 ნოემბერსაა დაგეგმილი.

თეთრი სახლის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ბაიდენის ვიზიტი იქნება არსებითი და ის გამართავს მოლაპარაკებებს კლიმატის, გლობალურ ინფრასტრუქტურის, ნარკოტიკებთან ბრძოლის ძალისხმევასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან, სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სუკ იოლთან და იაპონიის პრემიერთან, შიგერუ იშიბასთან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სურსათის ეროვნული ეროვნული სააგენტოს ცნობით, 190-ზე მეტი ობიექტის ვეტერინარული კონტროლის შედეგად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ხუთი დარღვევა გამოვლინდა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გიორგი კალანდარიშვილი: პერსონალური თავდასხმები ცხადყოფს იმას, რომ რეალური ბრალდებები არ არსებობს, ამ ზეწოლის გამო, რა თქმა უნდა უარს არ ვიტყვით გამჭვირვალე და ღია საქმიანობაზე, არ ვიტყვით უარს სიმართლეზე
ადგურ არძინბა - მოსალოდნელ შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ასლან ბჟანიას და მის გარემოცვას
ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც შეტაკება მოხდს
არქივი