საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 15 ნოემბერი 2024, 10:03

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია ერთი პირი. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულმა, სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე შექმნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში თითქოსდა დაგეგმილ სასწავლო პროგრამაში წამსვლელთა ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანებულ 26 ფიზიკურ პირს ატყუებდა, რომ კონკრეტული თანხის გადახდის შემთხვევაში ისინი ჩაერთვებოდნენ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამაში და მათზე გაიცემოდა აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს ვიზები.

აღნიშნული გზით, 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის აგვისტომდე პერიოდში, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა 26 ფიზიკური პირის კუთვნილ თანხას, ჯამში 36 000 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რობერტ კენედი - მოუთმენლად ველოდები ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტში მუშაობის დაწყებას, რათა გავათავისუფლო სააგენტოები კორპორატიული გავლენისგან
„საქსტატი“ – 2023 წელს ეკონომიკა 7.8 %-ით გაიზარდა
ჯო ბაიდენი პერუში ჩავიდა, სადაც სი ძინპინს შეხვდება
მამუკა ხაზარაძის შეფასებით, პროკურატურის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დაყადაღება საფუძვლიან ეჭვის აჩენს, რომ „დანაშაულის კვალის დაფარვა მიმდინარეობს“
ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პირველი ტექნიკური ავიარეისები ხორციელდება
არქივი