11
15 ნოემბერი 2024, 07:41
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი გაეროში ირანის ელჩს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ირანულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ირანული წყაროები აცხადებენ, დისკუსია შეეხო იმას, თუ როგორ უნდა განიმუხტოს დაძაბულობა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის.
წყაროების თქმით, შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და საიდუმლო ადგილას გაიმართა.
ირანულმა წყაროებმა შეხვედრა აღწერეს, როგორც „პოზიტიური“ და „კარგი ამბავი“.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |