შალვა პაპუაშვილი - არანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის, ფაშიზმია, რომელიც ამ დღეებში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოწოდებებმა წაახალისა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
23 15 ნოემბერი 2024, 00:43

არანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის, ფაშიზმია, რომელიც ამ დღეებში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოწოდებებმა წაახალისა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

პაპუაშვილს გაზიარებული აქვს ერთ-ერთი მედიის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „აქტივისტები კალანდარიშვილის სახლთან მიტაცებულ არჩევნებს აპროტესტებენ“.

„არანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რომელიც ამ დღეებში თბილისში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოწოდებებმა წაახალისა. შავ ლაქად გარდაქმნილი ფაშისტური სამკლაურებიც ასეთად დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში“, – წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - რუსულ კანონს რასაც უწოდებენ, არის ის, რომ „ენჯეოების“ ბუნდოვანება სჯობს „ენჯეოების“ გამჭვირვალობას, როგორ შეიძლება, ევროპიდან ან ამერიკიდან ამას გეუბნებოდნენ
ირაკლი კობახიძე: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში - ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას, რითაც ხელს უწყობდა მშვიდობის უზრუნველყოფას რეგიონში
ნიკოლოს სამხარაძე: ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობას არჩევნებიდან 4 დღის თავზე შევხვდი. მისიის დამკვირვებლებს ამომრჩევლის მოსყიდვის არცერთი შემთხვევა არ უნახავთ
პროკურატურა: საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ატყუებდა საკუთარ მხარდამჭერებს და არჩევნების შედეგების არაღიარებით უწევთ თავის მართლება მათთან, გარდა ამისა, უწევთ ანგარიშის ჩაბარება პატრონებთან, ქვეყნის გარეთ
არქივი