ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ატყუებდა საკუთარ მხარდამჭერებს და არჩევნების შედეგების არაღიარებით უწევთ თავის მართლება მათთან, გარდა ამისა, უწევთ ანგარიშის ჩაბარება პატრონებთან, ქვეყნის გარეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 14 ნოემბერი 2024, 23:17

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ოპოზიცია ვერ შეეგუებოდა არჩევნების შედეგებს და მარცხს, ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ისინი ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს და დღეს არჩევნების არაღიარებით თავს იმართლებენ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში - „აქტუალური თემა“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციას ასევე ანგარიში აქვს ჩასაბარებელი პატრონებთან, ქვეყნის გარეთ.

„ჩვენ არა მხოლოდ განვიხილავდით, არამედ ამაზე საჯაროდ ვსაუბრობდით და არაერთხელ გვითქვამს ის, თუ როგორი იყო ჩვენი პროგნოზი ოპოზიციის ქცევასთან დაკავშირებით და ძალიან ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ ისინი გაიმეორებდნენ ზუსტად იმავეს, რასაც აკეთებდნენ 4 წლის წინ. საბოლოო ჯამში, ასეც მოხდა. ჩვენ წინასწარ შეგვეძლო, რა თქმა უნდა, იმის გათვლა, რომ ოპოზიცია ვერ შეეგუებოდა არჩევნების შედეგებს, მარცხს. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ ისინი ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს და დღეს, ამ არაღიარებით უწევთ თავის მართლება იმ ტყუილისთვის, რომელსაც ეუბნებოდნენ საკუთარ მხარდამჭერებს არჩევნებამდე. გარდა ამისა, მათ ჰყავთ საკუთარი პატრონები ქვეყნის გარეთ და მათთანაც უწევთ ანგარიშის ჩაბარება. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ყველაფერი უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე ეს იყო 4 წლის წინ. მაშინ გახსოვთ, რომ იყო მოლაპარაკებები, იყო აპრილის შეთანხმება,“- განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The New York Times: ილონ მასკი გაეროში ირანის ელჩს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - რუსულ კანონს რასაც უწოდებენ, არის ის, რომ „ენჯეოების“ ბუნდოვანება სჯობს „ენჯეოების“ გამჭვირვალობას, როგორ შეიძლება, ევროპიდან ან ამერიკიდან ამას გეუბნებოდნენ
შალვა პაპუაშვილი - არანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის, ფაშიზმია, რომელიც ამ დღეებში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოწოდებებმა წაახალისა
ირაკლი კობახიძე: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში - ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას, რითაც ხელს უწყობდა მშვიდობის უზრუნველყოფას რეგიონში
ნიკოლოს სამხარაძე: ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობას არჩევნებიდან 4 დღის თავზე შევხვდი. მისიის დამკვირვებლებს ამომრჩევლის მოსყიდვის არცერთი შემთხვევა არ უნახავთ
არქივი