ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტარები ხედავენ, რომ ხალხი ვერ შეკრიბეს ოპოზიციის გარშემო და უნდათ, თავიანთი ვიზიტებით გაამაგრონ ოპოზიცია, თუმცა მეტად მოაბილიზებენ ჩვენს მხარდამჭერებს, რადგან ეხებიან ჩვენი საზოგადოების ღირსებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 14 ნოემბერი 2024, 23:06

ის, რომ ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ ასეთ მობილიზებულები არჩევნების დღეს, დიდწილად იყო განპირობებული სწორედ უცხოური ჩარევით, ჩვენი საზოგადოების ღირსებას შეეხნენ ასეთ ჩარევებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა“ ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ოპოზიციის აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათი ვიზიტები გათვლილია ოპოზიციის გამაგრებაზე, თუმცა ასეთი ჩარევები მათთვის საპირისპირო ფუნქციას ასრულებს.

„მადლობა მათ, ისინი ჩამოდიოდნენ არჩევნებამდეც და ჩვენი ექსპერტები, რომლებიც კვლევების ანალიზში გვეხმარებოდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ ასეთმა უხეშმა ჩარევამ ჩვენს საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში მათთვის კონტრპროდუქტიულად იმოქმედა. ის, რომ ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ ასეთი მობილიზებულები არჩევნების დღეს, დიდწილად იყო განპირობებული სწორედ უცხოური ჩარევით. ჩვენი საზოგადოების ღირსებას შეეხნენ ასეთი ჩარევებით.

რაც შეეხება პოსტსაარჩევნო პერიოდს, ასეთი ვიზიტებით, ასეთი ჩარევებით ისინი კიდევ უფრო მეტად მოაბილიზებენ ჩვენს მხარდამჭერებს, რადგან ეხებიან ჩვენი საზოგადოების ღირსებას. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად ასუსტებს ოპოზიციას. რა თქმა უნდა, მათი ვიზიტები გათვლილია ოპოზიციის გამაგრებაზე. ხედავენ, რომ ხალხი ვერ შეკრიბეს ოპოზიციის გარშემო და უნდათ, ამით გაამაგრონ ოპოზიცია, მეტი ხალხი შეკრიბონ, თუმცა ასეთი ვიზიტები და ჩარევები პირიქით, საპირისპირო ფუნქციას ასრულებს მათთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ვაშინგტონ პოსტი“ - ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა გატეხეს კომპიუტერული სისტემა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს რამდენიმე განყოფილებაში, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სანქციებზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: შოკირებული და დამწუხრებულები ვართ ცნობებით ახალ ორლეანში მომხდარი თავდასხმის შესახებ
დონალდ ტრამპი - აშშ იშლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ეროზია მიმდინარეობს და ამის შეჩერება მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია
სროლა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში - დაშავებულია 10 ადამიანი. პოლიცია ფაქტს ახალ ორლეანში მომხდარ ინციდენტს უკავშირებს
ქაოსი ბრიუსელში ახალი წლის ღამეს - უცნობმა პირებმა ათობით ავტომობილი დაწვეს, მეხანძრეებს კი „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ
არქივი