ირაკლი კობახიძე ევროპელი დეპუტატების დელეგაციაზე: არ შეიძლება, ერთი ხელით არღვევდე საარჩევნო პრინციპებს და მეორე მხრივ, როგორც „ობიექტური დამკვირვებელი“ გვიფასებდე არჩევნებს, ასეთ ადამიანებთან შეხვედრას არავითარი ფასი და აზრი არ აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 14 ნოემბერი 2024, 23:04

ევროპელი დეპუტატების დელეგაციის წევრების ნახევარი ჩართული იყო საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაციაში, ოპოზიციის სასარგებლოდ, ამიტომ, არავითარი აზრი და ფასი ამ ადამიანებთან შეხვედრას არ ჰქონდა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში - „აქტუალური თემა" ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროპელი დეპუტატების მხრიდან სახელისუფლებო გუნდის წევრებთან შეხვედრების მოთხოვნას შეეხებოდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისინი ჩამოსულები იყვნენ კონკრეტული დავალების შესასრულებლად და ჰქონდათ ისეთი მოწოდებები, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ა.შ., შეხვედრას კი ფასი აქვს მხოლოდ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც არიან ობიექტურები. „შეიძლება შეხვედრა ღირდეს იმ ადამიანებთან, რომლებსაც აკლიათ ინფორმაცია, რომლებიც არიან ობიექტურები. თქვენ გახსოვთ, იყო, გაიმართა ასეთ ადამიანებთან შეხვედრები არჩევნებამდე, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც აკეთებდნენ იმას, რაც ჰქონდათ გასაკეთებელი, რაც ჰქონდათ დავალებული. ამ მოთხოვნის მიზანი იყო, რომ ეჩვენებინათ, თითქოს რაღაც სცადეს და ჩვენ ვუთხარით უარი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, აქაც ვერაფერი მოიგეს. აქ იყვნენ წარმოდგენილნი ადამიანები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, თუ არ ვცდები, 8 კაცისგან შედგებოდა დელეგაცია და ერთ-ერთი მათგანი, სხვათაშორის, საერთოდ არ მივიდა აქციაზე, ანუ გამოეყო შესაბამის ჯგუფს, ესეც საინტერესო დეტალია. აქ იყო რამდენიმე უცხოელი დეპუტატი, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულნი ოპოზიციის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში და ახლა ეს ადამიანები გვესაუბრებიან საარჩევნო დარღვევების თემაზე. თვითონ არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს და ახლა ჩამოდიან, როგორც „ობიექტური შემფასებლები“ იმ არჩევნებისა, რომელიც ჩატარდა საქართველოში. არ შეიძლება ერთი ხელით არღვევდე საარჩევნო პრინციპებს და მეორე მხრივ, როგორც „ობიექტური დამკვირვებელი“ გვიფასებდე აქ არჩევნებს. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებთან შეხვედრას არავითარი ფასი და აზრი არ აქვს. რვავე ასეთი არ იყო, მაგრამ დელეგაციის ნახევარი ჩართული იყო წინასაარჩევნო აგიტაციაში, გახსოვთ, რა მოწოდებებით გამოდიოდნენ სცენაზე ბოლო ვიზიტის დროს, იყო მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლება და აღარ მინდა ყველაფერს შევეხო. ამიტომ, არავითარი აზრი და ფასი ამ ადამიანებთან შეხვედრას არ აქვს, როცა წინასწარ იცი, რომ ბოლოს მაინც ის დავალება უნდა შეასრულონ, რომელი დავალებითაც ჩამოვიდნენ,“- განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ვაშინგტონ პოსტი“ - ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა გატეხეს კომპიუტერული სისტემა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს რამდენიმე განყოფილებაში, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სანქციებზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: შოკირებული და დამწუხრებულები ვართ ცნობებით ახალ ორლეანში მომხდარი თავდასხმის შესახებ
დონალდ ტრამპი - აშშ იშლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ეროზია მიმდინარეობს და ამის შეჩერება მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია
სროლა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში - დაშავებულია 10 ადამიანი. პოლიცია ფაქტს ახალ ორლეანში მომხდარ ინციდენტს უკავშირებს
ქაოსი ბრიუსელში ახალი წლის ღამეს - უცნობმა პირებმა ათობით ავტომობილი დაწვეს, მეხანძრეებს კი „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ
არქივი