ნინო ფოჩხუა: „სამართლიანი არჩევნები" მანიპულაციის ახალ სიმაღლეებს იპყრობს, თურმე, 3111 საარჩევნო უბნიდან 11-ზე გენდერული ბალანსის დარღვევა აღმოჩენილა, იციან, რომ აქტივობის დათვლა გენდერული ნიშნით არ არის კანონის მოთხოვნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 13 ნოემბერი 2024, 17:03

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები" მანიპულაციის ახალ სიმაღლეებს იპყრობს. თურმე ნუ იტყვი და 3111 საარჩევნო უბნიდან 11 უბანზე გენდერული ბალანსის დარღვევა აღმოჩენილა, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ორგანიზაციაში მშვენივრად იციან, რომ აქტივობის დათვლა გენდერული ნიშნით არ არის კანონის მოთხოვნა, მაგრამ სხვა დარღვევას ვერ პოულობენ.

ფოჩხუა აცხადებს, რომ ჯობს, აღნიშნულმა ორგანიზაციამ, პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გამოაქვეყნოს და საბოლოოდ არ გაიფუჭოს რეპუტაცია.

„არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები" მანიპულაციის ახალ სიმაღლეებს იპყრობს. თურმე ნუ იტყვი და 3111 საარჩევნო უბნიდან 11 უბანზე გენდერული ბალანსის დარღვევა აღმოჩენილა. მშვენივრად იციან „ისფედში", რომ აქტივობის დათვლა გენდერული ნიშნით არ არის კანონის მოთხოვნა, მაგრამ სხვას რომ ვერანაირ დარღვევას პოულობენ, ახლა გენდერულ ბალანსს მიადგნენ. „სამართლიან არჩევნებს" ურჩევნია პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გამოაქვეყნოს, საბოლოოდ ნუ იფუჭებს რეპუტაციას", - წერს ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
შალვა პაპუაშვილი საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება
არქივი