ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ილია თოფურიაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
144 13 ნოემბერი 2024, 11:01

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დამწყები სპორტსმენებისთვის „კავეა გალერეაში“ UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას, შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „თოფურია - მატადორი“ ჩვენება მოეწყო, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფილმის ჩვენებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე, SMH Sports-ის დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი, ილია თოფურიას ოჯახის წევრები, ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელი მოკრივე ლაშა გურული და მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში გიორგი სარდალაშვილი ესწრებოდნენ.

„ჩვენების დაწყებამდე ახალგაზრდა სპორტსმენებს შალვა გოგოლაძემ, ლაშა მაჭავარიანმა და ილია თოფურიას დედამ, ინგა ბენდელიანი-თოფურიამ, მიმართეს.

დოკუმენტური ფილმი ასახავს ილია თოფურიას კარიერის პირველ ნაბიჯებს, სირთულეებს, რომელთა დაძლევის შედეგად მან შეძლო გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი. ფილმის ჩვენების მიზანი დამწყები სპორტსმენებისთვის მოტივაციის ამაღლება და იმის ჩვენება იყო, თუ როგორ შეიძლება შრომისმოყვარეობით, ბრძოლისუნარიანობითა და საყვარელი საქმისადმი ერთგულებით ყველა მიზნის მიღწევა.

სპორტის სამინისტროს ინიციატივით დოკუმენტური ფილმის „თოფურია - მატადორი“ ჩვენება საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ფილმის წარმდგენი და ოფიციალური პარტნიორია SMH Sports, რომლის მხარდაჭერითაც რამდენიმე დღის წინ ფილმის პრემიერა მოეწყო.

ილია თოფურიამ MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტული ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა. მიმდინარე წლის ოქტომბერში აბუ-დაბიში UFC 308-ის ღონისძიების ფარგლებში ქვემსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა ამერიკელ მაქს ჰოლოუეის სძლია და UFC-ის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. აღსანიშნავია, რომ MMA-ში ჩატარებული 16 შეხვედრიდან ილია თოფურიამ ყველა ბრძოლა მოიგო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი