Economist Intelligence Unit-ის და მსოფლიო ბანკის მორიგი აღიარება. საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი 11-ეა, შეფასების 11 წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 13 ნოემბერი 2024, 10:06

მსოფლიო ბანკმა Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა „კორუფცია საჯარო მოხეელებს შორის“, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს კორუფციის კონტროლის მიმართულებით.


საქართველომ შეფასების 100%-იანი სკალიდან 75%-ი აიღო, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია. მსოფლიო რეიტინგში საქართველო 22-ე, ხოლო ევროპაში 11-ე პოზიციაზე გავიდა. შეფასების 11 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.


ამ პერიოდში საქართველომ შეფასების ქულა 50 პროცენტული პუნქტით გაიუმჯობესა. 2012 წელს საქართველოს შეფასების 100%-იანი სკალიდან მხოლოდ 25%-ი ჰქონდა მინიჭებული, 25 პროცენტული პუნქტით ჩამორჩებოდა ბელარუსს და მსოფლიო რეიტინგში 71-ე ადგილზე იყო გამწესებული. დღეს საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ნატოს და ევროკავშრის წევრ 19 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, უნგრეთი, ლიეტუვა, ლატვია, სლოვაკეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, მალტა, მონტენეგრო, თურქეთი, ბულგარეთი, ალბანეთი. საქართველომ რეიტინგში თანაბარი შეფასება მიიღო ისეთ მოწინავე ქვეყნების გვერდით როგორიცაა ისლანდია, ირლანდია, ბელგია, საფრანგეთი, იაპონია, შეერთებული შტატები, ესტონეთი, ჩეხეთი დ ა.შ.


საქართველო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, ამასთან პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ესტონეთთან ერთად პირველ ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეთრი სახლი ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს
პროკურორებმა მოითხოვეს, მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნონ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში, მიესაჯოს პატიმრობა და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საჯარო თანამდებობაზე კენჭისყრა აეკრძალოს
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მარგარიტის სხინასი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე: მმართველმა პარტიამ მოახდინა ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია, პოზიციონირებდა, როგორც ერთადერთი პოლიტიკური ძალა
კახა კალაძე: თუ მართლა პარლამენტში არშესვლა და სიების ჩახსნა უნდათ, შეიკრიბება პარლამენტი და არ შევიდნენ, მერე თუ უნდათ, სიები ჩახსნან და რაც უნდათ, ის გააკეთონ
Fox News: „რესპუბლიკელებმა“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს
არქივი