თამარ ჩიბურდანიძე: გერმანიის ელჩს ერთ მეგობრულ რჩევას მივცემდით - ტრამპის ლანძღვის არ იყოს, ისე ნუ იზამთ, რომ მერე თქვენივე განცხადებები წაშალოთ. მშვიდობიან რევოლუციას მიიღებთ საკუთარ ქვეყანაში, უკვე ჩამოგეშალათ ხელისუფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 09 ნოემბერი 2024, 16:26

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე გერმანიის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„იმდენად მოსწრებაზე არიან, როგორმე ძალა შემატონ ამ უძლურ ოპოზიციას საქართველოში, რომ ფეხქვეშ გათელეს დიპლომატიაც, პარტნიორობაც და დემოკრატიაც.“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება არადიპლომატიურია.

თამარ ჩიბურდანიძე განმარტავს, რომ ევროპელი ლიდერების პოლიტიკა ამერიკაში უკვე დამარცხდა. მისი თქმით, ევროპელი ლიდერები არ არიან დამოუკიდებლები და ახალი დირექტივები მათ ინტერესში არ შედის.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში თამარ ჩიბურდანიძე გერმანიაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც ეხმიანება. მისი თქმით, გერმანიაში პოლიტიკური კრიზისია და რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნა. სწორედ ამიტომ, ექსპერტი გერმანიის საელჩოს მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რადგან ქვეყანა, რომელმაც საკუთარი შიდა პოლიტიკური პროცესები ვერ მართა, ვერ მიუთითებს საქართველოს, რომელმაც მშვიდობიანი გზით იარა კრიზისულ პერიოდებში.

„გერმანიის საელჩომ კიდევ ერთი არადიპლომატიური განცხადება გაავრცელა. იმდენად მოსწრებაზე არიან, როგორმე ძალა შემატონ ამ უძლურ ოპოზიციას საქართველოში, რომ ფეხქვეშ გათელეს დიპლომატიაც, პარტნიორობაც და დემოკრატიაც. ევროპელი ლიდერების ყველა განცხადება გედის სიმღერას ჰგავს, მათი პოლიტიკა დამარცხდა ამერიკაში და ახლა მთელს ევროპას მოედება. ისინი ხომ დამოუკიდებელნი არ არიან გადაწყვეტილებებში. ახლა ახალი დირექტივები წამოვა, რაც ევროპის დღევანდელი ლიდერშიპის ინტერესებში არ შედის.

გერმანიის საელჩოს ადგილას, განცხადებებში მეტად თავშეკავებული ვიქნებოდი. გერმანიაში დღეს პოლიტიკური კრიზისია და რიგგარეშე არჩევნები ინიშნება. ქვეყანა, რომელმაც თავად ვერ მართა ეს ურთულესი პროცესები, ჭკუას ვერ ასწავლის იმ ქვეყანას, რომელმაც მშვიდობიანი გზით იარა ცეცხლწაკიდებულ გზაზე. მითუმეტეს, გერმანიის პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობები ბევრად აღემატება ჩვენსას.

გერმანიის ელჩს ერთ მეგობრულ რჩევას მივცემდით - ტრამპის ლანძღვის არ იყოს, ისე ნუ იზამთ, რომ მერე თქვენივე განცხადებები წაშალოთ. მშვიდობიან რევოლუციას მიიღებთ საკუთარ ქვეყანაში. უკვე ჩამოგეშალათ ხელისუფლება. საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი და აქ არჩევანი უკვე გაკეთებულია. დაიცავით დიპლომატიის და სტრატეგიული თანამშრომლობის უმთავრესი პრინციპი - შიდა საქმეებში ჩაურევლობა,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
შალვა პაპუაშვილი საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება
არქივი