დავით ქართველიშვილი: დღეს „რუსეთუმებად“ შერაცხილი საქართველოს უდიდესი ნაწილი ამერიკელ ხალხთან ერთად ზეიმობს ეპოქალურ გამარჯვებას. ჩვენი ბრბო კი თავისი რუსი კოლეგების მწუხარებას იზიარებენ - ამერიკისთვის სიდიადის დაბრუნების გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 07 ნოემბერი 2024, 17:04

აშშ-ის არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგ არაერთგზის მხვდებოდა რუს პოლიტოლოგთა ნაწილის არგუმენტირებული მსჯელობა, რომ რუსეთს კამალა ჰარისი უფრო აწყობს. აწყობს მისთვის გამარჯვების „ჩუქების“ შემთხვევაში, ამერიკაში გარდაუვალი სამოქალაქო დაპირისპირების, ქვეყნის ნგრევის, სისხლისღვრის დიდი ალბათობის გამო. მათი ლოგიკა მარტივი და გასაგები იყო - რაში გვაწყობსო ტრამპის ლოზუნგი „აქციე ამერიკა კვლავ დიადად“ - აბა ჩვენ დიადი ამერიკა გვინდაო. მაშ რით განსხვავდებოდნენ ისინი ამ მოლოდინებში თავისივე „სასარგებლო იდიოტებისაგან“, ქართული „მეხუთე კოლონის“ სახით, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, დღეს „რუსეთუმებად“ შერაცხილი საქართველოს უდიდესი ნაწილი ამერიკელ ხალხთან, და არა ადამი-ანური იერსახის, სქესის, ღირსების დაკარგულ იქაურ ბრბოსთან ზეიმობს ამ ეპოქალურ გამარჯვებას, ხოლო ოპოზიცია თავისი რუსი კოლეგების მწუხარებას იზიარებენ - ამერიკისთვის მისი ოდესღაც სიდიადის დაბრუნების გამო.

„აშშ-ს არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგ არაერთგზის მხვდებოდა რუს პოლიტოლოგთა ნაწილის არგუმენტირებული მსჯელობა, რომ რუსეთს კამალა ჰარისი უფრო აწყობს. აწყობს მისთვის გამარჯვების „ჩუქების“ შემთხვევაში, ამერიკაში გარდაუვალი სამოქალაქო დაპირისპირების, ქვეყნის ნგრევის, სისხლისზღვრის დიდი ალბათობის გამო. მათი ლოგიკა მარტივი და გასაგები იყო - რაში გვაწყობსო ტრამპის ლოზუნგი „აქციე ამერიკა კვლავ დიადად“ - აბა ჩვენ დიადი ამერიკა გვინდაო. მაშ რითი განსხვავდებოდნენ ისინი ამ მოლოდინებში თავისივე „სასარგებლო იდიოტებისაგან“, ქართული „მეხუთე კოლონის“ სახით.

იმ „მეხუთე კოლონის“, თავისი დაჭმუჭნული სახეებით გუშინდელი კოლექტიური გინებეს ადრესატს - დონალდ ტრამპს, დღეს ჩვეული უნამუსობით ისევე რომ „ეფერებიან“, რა უსინდისობითაც არიან დღეს შემძვრალი თავისი გუშინდელი გინების კიდევ ერთი „კრუხის“, სალომე ზურაბიშვილის „მზრუნველ“ ფრთებქვეშ. „ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, გარედან რომ წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით“.

დღეს „რუსეთუმებად“ შერაცხული საქართველოს უდიდესი ნაწილი ამერიკელ ხალხთან, და არა ადამი-ანური იერსახის, სქესის, ღირსების დაკარგულ იქაურ ბრბოსთან ზეიმობს ამ ეპოქალურ გამარჯვებას. ჩვენი ბრბო კი თავისი რუსი კოლეგების მწუხარებას იზიარებენ - ამერიკისთვის მისი ოდესღაც სიდიადის დაბრუნების გამო.

„ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით“.

გუშინ დიდი ტრანსფორმაციის დღე დადგა საქართველოშიც - რეალური და არა ილუზორული რუსეთუმების მანტია, „დიადი ამერიკის“ აღორძინების მოწინააღმდეგე ძალებმა მოირგეს კოლექტიურად. მათ ორი გამოსავალი რჩებათ: ან ამერიკის მოსახლეობის 200 მილიონი შერაცხონ „რუსებად“ ან ეს კუთვნილი სტიგმა საკუთარ, ზატულინის სახელობის ანტი-დიად-ამერიკულ ადგილობრივ პიონერთა რაზმს მიაკუთვნონ. დღეს ქართველ ნეო -„ამერიკანისტებს“ - „რუსეთუმებს“ ვეღარ დაგვიძახებენ, გუშინ მათ მენტალურ „მატრიცაში“ მოკლე ჩართვა მოხდა, ამიტომაც „განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა, სადაცა მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი