სტატიები
საქართველოს ჰყავდა გიორგი ბრწყინვალე და ჰყავს თაკო ჩარკვიანის ბრწყინვალე გიორგი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
3500 20 მაისი 2020, 12:58

საქართველოს ადრე ჰყავდა მეფე, რომელსაც გავლენები მხოლოდ თბილისზე ჰქონდა, ამიტომაც, სანამ ისტორიაში გიორგი ბრწყინვალის სახელით შევიდოდა, „თბილისის მეფე“ შეარქვეს. ვინ იფიქრებდა, რომ გავიდოდა სულ რაღაც შვიდ საუკუნეზე მეტი და საქართველოს „თბილისის პრემიერი“ თუ ვერა, თაკო ჩარკვიანის პრემიერი გამოუჩნდებოდა.


გიორგი მეხუთე მეფედ მონღოლებმა აკურთხეს, თუმცა კურთხევამდე ის საკუთარი ძმის წინააღმდეგ აბრძოლეს. „გიორგი თანამედროვე“ (იგივე ვაშაძე) კი პრემიერად ჯერ მხოლოდ თაკო ჩარკვიანმა აკურთხა, პოლიტიკურ ძმებთან ბრძოლა მას ჯერ კიდევ წინ აქვს. ჩარკვიანის პრემიერის მიღებას არც არავინ ჩქარობს და, მგონი, არც არავინ გეგმავს. 

წარსულს რომ გადავხედოთ, პოლიტიკურ პარტნიორებს ის, იგივე ჩარკვიანი, აქტიურად იცვლის. სულ რაღაც ორი წლის წინათ ირწმუნებოდა, რომ გრიგოლ ვაშაძე გადაარჩენდა საქართველოს, ახლა კარიერის „მსხვილ საფეხურზე“, - ეს მისი სიტყვებია, - ბრწყინვალე გიორგის, - ესეც მისი გამოთქმაა,  - ხედავს. 

მეტიც, პოლიტიკურმა ტროლმა, - ეს უკვე ჩემი ეპითეტია თაკო ჩარკვიანის პოლიტიკურ ამბიციებზე, - გიორგი ვაშაძეს „სააკაშვილის რეფორმების ბრწყინვალე შემოქმედი უწოდა“. 

ისე, პოლიტიკური გემოვნება მამაკაცების მიმართ, როგორც ჩანს, უფრო სწრაფად ეცვლება, სამაგიეროდ პოლიტიკოსი ქალების ერთგულია, უფრო ზუსტად ქალის - ნინო ბურჯანაძე მისი მუდმივი შთაგონების წყაროა. 

სწორედ ნინო ბურჯანაძე შთააგონებს მას არაადეკვატურ ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებს. მაგალითად, ჩარკვიანმა უარი თქვა ლეიბორისტების ოფისში „ტუსოვკებზე“. მოლ, სადაც ბურჯანაძეა, იქ მე არ ვიქნებიო. ეგონა, მაგიდასთან მსხდომი მამაკაცები ნამდვილ ტროას ომს მოაწყობდნენ, მაგრამ ამ არაადეკვატურ პროტესტშიც მარტო დატოვეს.  
ალბათ, ამ სიმარტოვეში თუ მოეჩვენა გიორგი ვაშაძე ჯერ ბრწყინვალედ და შემდეგ პრემიერად. 

„გიორგი თანამედროვეც“ მარტო იყო თავის ამბიციებში, მის ოცნებებს რატომღაც ოპოზიციაში არავინ იზიარებს. ჰოდა, ერთმანეთიც იპოვეს. 


„ბრწყინვალე გიორგი“ საკუთარი ამბიციების განხორციელებას იწყებს, ნაციონალების გვერდით და მათთან ერთად მან ვერცერთი ოცნება ვერ აიხდინა. პარტიაში მას მუდმივად ბლოკავდნენ. ბოლოს თბილისის მერობის კანდიდატობისთვის იბრძოდა, თუმცა სააკაშვილის პარტიამ (შიდა პრაიმერისში) მაშინ მხარი ნიკა მელიას დაუჭირა. 

ნაციონალებში ამბიციები რომ ვეღარ ჩაატია, პარტია დატოვა. გავიდა წლები და პარტნიორად თაკო ჩარკვიანი შეიძინა. 

თაკომ ყველა პოლიტიკურ დუელში გამოიწვია, ყველა, ვინც მის ახალ რჩეულს მხარს არ დაუჭერს. სეკუნდანტი ჯერ დუმს და პირველობისთვის მოქოქილ კონკურენტებს შერკინების უფლებას ჯერჯერობით არ აძლევს. 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი