დავით ქართველიშვილი ტრამპის გამარჯვებაზე: საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის გზას დაადგა ამერიკელთა უმეტესობაც, რომლებმაც ხმა მისცეს ტრადიციულ ფასეულობებს და რაც მთავარია - მშვიდობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 06 ნოემბერი 2024, 13:25

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მოხარულია, აშშ-შიც რომ მშვიდობა ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს.

ქართველიშვილის განცხადებით, ყველას უხარია ტრამპის გამარჯვება, ვინაიდან, ქართველების უმეტესობის გზას დაადგა ამერიკელების უმეტესობაც, რომლებმაც ხმა მისცეს ეკონომიკის დასტაბილურებას, საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგებას, ოჯახურ ფასეულობებს და მშვიდობას, რომელიც მთელ მსოფლიოს სჭირდება.

"ყველას გვიხარია, რადგანაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის გზას დაადგა ამერიკელთა უმეტესობაც, რომლებმაც ხმა მისცეს: ეკონომიკის დასტაბილურებას, საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგებას, ქვეყნის დეკრიმინალიზაციას, ტრადიციულ ოჯახურ ფასეულობებს. და რაც მთავარია - მშვიდობას, რომელიც მოსწყურდა უკრაინას, ევროპას, ამერიკას, საქართველოს და ზოგადად - მსოფლიოს." - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი აზრით, ის, რომ გამოსულთა უმრავლესობა ახალგაზრდობაა, იმის შედეგიც არის, რომ ისინი არ უყურებენ ტელევიზორს და მითუმეტეს „იმედს“
ირინა იმერლიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპათიებით, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება - ვერთგულებ მხოლოდ მოსამართლის ფიცს
რომან გოცირიძე: საპატრიარქოც მონაწილეობს იმ ძალადობაში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება
დავით ჩიხელიძე: ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანკების დამყაჩაღებელი და გამაკოტრებელი გიორგი ქადაგიძე, საჯარო მოხელეებს რომ ემუქრებოდა და „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიცემას აიძულებდა, დღეს გამოდის და საბანკო სექტორს გაფიცვისკენ მოუწოდებს
ანდრია ჯაღმაიძე სალომე ზურაბიშვილს: ქალბატონო ..... , სკოლების შემდეგ იმედია საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ
არქივი