თამარ ჩიბურდანიძე: საქართველოშიც და ამერიკაშიც ხალხმა ხმა მისცა მშვიდობას. ომის პოლიტიკა დასრულდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 06 ნოემბერი 2024, 13:05

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ამერიკელმა ხალხმა ამერიკა გადაარჩინა, ისევე როგორც ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საქართველო, - წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ომის დასრულება შვება იქნება მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი უკრაინასა და საქართველოსთვის.

თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი ისტორიაში ყველაზე სუსტ პრეზიდენტად ჩაიწერება, რომელმაც ქვეყანას ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი მოუტანა. მისი თქმით, მსოფლიო ახალ რეალობაში იწყებს ცხოვრებას.

„უკრაინელი ხალხი ალბათ ყველაზე მეტად ელოდა ტრამპის გამარჯვებას. ომის დასრულება შვება იქნება მთელი მსოფლიოსთვის. ორწლიანი ტანჯვა სრულდება არა მარტო უკრაინელი ხალხისთვის, არამედ, ჩვენთვისაც. ომის პოლიტიკამ მარცხი განიცადა იქ, საიდანაც დაიწყო. ჯო ბაიდენი ამერიკის ისტორიას დარჩება, როგორც ყველაზე სუსტი პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანას მოუტანა ეკონომიკური და თითქმის პოლიტიკური კრიზისიც.

ამერიკელმა ხალხმა ამერიკა გადაარჩინა, ისევე როგორც ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საქართველო. გადარჩა საუკუნოვანი ღირებულებები, ტრადიციები, რწმენა, რელიგია, ოჯახის ფენომენი და ნამდვილი დემოკრატიული ფასეულობები. ფსევდოლიბერალიზმმა კრახი განიცადა. მსოფლიო ახალ რეალობაში იწყებს ცხოვრებას“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
შალვა პაპუაშვილი საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება
არქივი