ცესკოს პრესსპიკერი აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ოპოზიციის დღის წესრიგით ვერ იმოქმედებს. ნათია იოსელიანის თქმით, სტამბებში ბიულეტენების წარმოების პროცესს, ოპოზიციის გარდა, საერთაშორისო დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ და საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია არ და ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად. სამ სტამბაში, თბილისში ბიულეტენების და შემაჯამებელი ოქმების ბეჭდვის პროცესს ესწრებოდნენ როგორც ცესკოს წევრები, მათ შორის პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. თუ ვიცოდით რაზე ვბეჭდავდით, ვესწრებოდით და ასევე იმ დადგენილების მიღებაში ვმონაწილეობდით, მაშინ რატომ არის კითხვები? ფარულობა ბოლომდე დაცული იყო და გარანტირებული, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ უკანა მხარე ჩანდა და გამოჟონილი იყო მარკერი, ეს არ იყო მხოლოდ ორი კანდიდატი, იყო 18 კანდიდატი, თან არ წერია უკანა მხრიდან კანდიდატების სახელები, არ წერია კანდიდატები რიგითი ნომრები და მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, ვის მისცა ხმა [ამომრჩეველმა] თუ მაინც და მაინც განვახორციელებთ თვალთვალს. თუ იცოდით ამის შესახებ, რატომ არცერთმა მედიასაშუალებამ ცესკოში არ დასვა კითხვები? სწორედ ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას პოლიტიკური კონტექსტი აქვს“, - განაცხადა იოსელიანმა.
ცესკოში ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომის მოწვევას ითხოვენ. მათ ხელახალი არჩევნები სურთ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |