დავით ქართველიშვილი აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოების მოხსენებას ეხმიანება, სადაც საუბარია იმაზე, რომ აშშ-ს არჩევნებში რესპუბლიკელების მხრიდან დემოკრატების გამარჯვების აღიარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსალოდნელია არეულობები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 04 ნოემბერი 2024, 13:14

ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოების მოხსენებას, სადაც გამოთქმულია მოსაზრება, იმის შესახებ, რომ თუკი რესპუბლიკელი კანდიდატი არ აღიარებს აშშ საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის გამარჯვებას, მოსალოდნელია მასობრივი პროტესტი და არ არის გამორიცხული მოწინააღმდეგე ბანაკებს შორის სისხლიანი დაპირისპირება.

„ამონაწერი აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოების მოხსენებიდან: „ტრამპის აჯანყებას ჩაახშობს ეროვნული გვარდია, არმია და აფროამერიკელები“.

„თუ კანდიდატი (რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი) არ აღიარებს აშშ საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის გამარჯვებას, თითქმის გარდაუვალია მასობრივი პროტესტი და არეულობები, მათ შორის შეიარაღებული შეტაკებები დამარცხებულის (კანდიდატი) მხარდამჭერებს შორის. ასევე მაღალია ალბათობა კანდიდატის „ვა-ბანკ“ წასვლისა, მათ შორის სამხრეთ შტატებში შეიარაღებული აჯანყებისა და სეპარატიზმის გაღვივების ჩათვლით.

არმიის ეროვნული გვარდიის (ARNG) ძალების არასაკმარისი ძალების შემთხვევაში, სამოქალაქო ომის ნიშნების აღსაკვეთად, ასევე აშშ-ს სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, ამჟამინდელი პრეზიდენტი (ბაიდენი), ობამას ადმინისტრაციის და მრჩეველთა (გუნდის) რეკომენდაციით, აამოქმედებენ ე.წ. „აჯანყების აქტს“ (Insurrection Act). ეს პირდაპირი მოქმედების აქტი სახელმწიფოს მეთაურს აძლევს უფლებას გამოიყენოს შეიარაღებული ძალები ქვეყნის შიგნით (ტანკების, ავიაციის, სპეცრაზმისა და არტილერიის ჩათვლით) მაშინაც კი, თუ გუბერნატორები არ დათანხმდებიან აჯანყების ჩახშობას.
გარდა ამისა, განიხილება ოპერაცია - „აღშფოთების ცეცხლის“ (არაოფიციალურად „შავი ალი“) განხორციელება.

მისი გეგმის მიხედვით, აფროამერიკელები და ლათინოამერიკელები (რომელთა კეთილდღეობა დამოკიდებულია დემოკრატიული პარტიის გამარჯვებაზე), ჩაერთვებიან ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლაში არაოფიციალურ და ოფიციალურ დონეზე. ანონიმურ გამოკითხვებზე დაყრდნობით, ექსპერტებმა შეაფასეს შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომის შედეგად შესაძლო ზარალი: მოსახლეობის 21%-მდე და ეკონომიკის 35%-მდე, ხოლო მსხვილი ბიზნესმენები, წინასაარჩევნო კამპანიის მწვავე ფაზის დაწყებამდე, საფონდო ბირჟის რისკების „ჰეჯირებას“ ახდენენ და დამატებით აზღვევენ თავის ქონებას“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
შალვა პაპუაშვილი საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება
არქივი