გიორგი აბაშიშვილი - გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსი დასტაბილურდება და ბაზარზე ვითარება დამშვიდდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 02 ნოემბერი 2024, 18:00

„ჩვენ ვნახეთ, რომ ლარის კურსი არაერთხელ იყო პანიკური ზეწოლის ქვეშ. არა ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე რყევის ქვეშ, არამედ, პანიკური ზეწოლის ქვეშ. ცხადია, პანიკის დათესვა ყოველთვის მაღალი რისკის მატარებელია და ძალიან სწორ ხაზზე ფრთხილადაა გასავლელი, რომ პანიკამ არ იქონიოს გავლენა, რომელიც გამოიწვევს მოკლევადიან რყევებს. რა თქმა უნდა გრძელ ვადაში ყველაფერი დამშვიდდება“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, ლარის კურსის მოკლევადიანი რყევები მსხვილი ბიზნესისთვის ნაკლებადაა დამაზიანებელი.

„როცა ვლაპარაკობთ ლარის კურსის მერყეობაზე, ლარის კურსის მოკლევადიანი მერყეობა და პანიკა, თითოეულ ჩვენგანს აზარალებს და შედარებით ნაკლებად მსხვილ ბიზნესს, რომელსაც შედარებით მაღალი აქვს ბუფერი“, - განაცხადა აბაშიშვილმა. მისი თქმით, გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსი დასტაბილურდება.

არავის არ აქვს ილუზია, რომ ქვეყანაში ისე განვითარდება მოვლენები, რომ დაზიანდეს ქვეყნის ეკონომიკა, მათ შორის სავალუტო ბაზარი. პანიკური, ცუდი მოწოდებები კი ცალსახად დამაზიანებელია ბიზნესგარემოსთვის“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი აზრით, ის, რომ გამოსულთა უმრავლესობა ახალგაზრდობაა, იმის შედეგიც არის, რომ ისინი არ უყურებენ ტელევიზორს და მითუმეტეს „იმედს“
ირინა იმერლიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპათიებით, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება - ვერთგულებ მხოლოდ მოსამართლის ფიცს
რომან გოცირიძე: საპატრიარქოც მონაწილეობს იმ ძალადობაში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება
დავით ჩიხელიძე: ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანკების დამყაჩაღებელი და გამაკოტრებელი გიორგი ქადაგიძე, საჯარო მოხელეებს რომ ემუქრებოდა და „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიცემას აიძულებდა, დღეს გამოდის და საბანკო სექტორს გაფიცვისკენ მოუწოდებს
ანდრია ჯაღმაიძე სალომე ზურაბიშვილს: ქალბატონო ..... , სკოლების შემდეგ იმედია საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ
არქივი