ირაკლი კობახიძე: ვაპირებთ საარჩევნო პროგრამის შესაბამისად ბიუჯეტის გადახედვას და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც განიხილავს პარლამენტი, იქნება 2025 წლის ბიუჯეტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 01 ნოემბერი 2024, 00:49
ვაპირებთ საარჩევნო პროგრამის შესაბამისად ბიუჯეტის გადახედვას და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც განიხილავს პარლამენტი, იქნება 2025 წლის ბიუჯეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2025 წლის ბიუჯეტი აისახება მთელი რიგი თემები, რაზეც საარჩევნო პროგრამაში იყო საუბარი.

„ბიუჯეტი არის მთავარი საკითხი. ჩვენ ვაპირებთ საარჩევნო პროგრამის შესაბამისად ბიუჯეტის გადახედვას და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც განიხილავს პარლამენტი იქნება 2025 წლის ბიუჯეტი, სადაც აისახება მთელი რიგი თემები, რაზეც ჩვენ საარჩევნო პროგრამაში გვქონდა საუბარი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მომავალ წელს გახდება აქტუალური. მთავრობის დამტკიცება მოხდეს და ა.შ. არსებითად ასეთ საკითხებზე მოუწევს პარლამენტს მსჯელობა ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე. ბევრი დრო არც არის წლის ბოლომდე. საბოლოო ჯამში ბიუჯეტის მიღება იქნება მთავარი საკითხი, რასაც განიხილავს პარლამენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: არავინ არავის პირად ცხოვრებაში არ იჭრება, არასდროს ყოფილა ადამიანის უფლებები დაცული ისე, როგორც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში, „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონში საუბარია მხოლოდ პროპაგანდის აკრძალვაზე
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - თუ ვერ მიხვდებიან „ტოპტვინები“, არიან გარე „ტოპტვინები“, რომლებიც რჩევას მისცემენ და ისინი ბევრად უფრო მალე შევლენ პარლამენტში, ვიდრე შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს
დაჩი ცაგურია - მინდა, ელჩებს მივმართო, ჩემო კარგო ხალხო, დიდი პატივისცემის მიუხედავად, მინდა, იცოდეთ, რომ თქვენ ბანანის რესპუბლიკაში არ ხართ ჩამოსული
პრემიერი: ადამიანებმა პირდაპირ მოუწოდეს სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ახლა მათთვის არაფერს ნიშნავს არც ბაიდენის და არც ბორელის განცხადებები
ირაკლი კობახიძე ISFED-ის ანგარიშზე: რა არის ის პივიტი, რომელიც რევოლუციამდე არ მიგვიყვანს, ასეთია მიდგომა, მარტო იმ შემთხვევაში აქვს ფასი პივიტის გამოქვეყნებას, თუ არის გაყალბებული
არქივი