ირაკლი კობახიძე: არავინ არავის პირად ცხოვრებაში არ იჭრება, არასდროს ყოფილა ადამიანის უფლებები დაცული ისე, როგორც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში, „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონში საუბარია მხოლოდ პროპაგანდის აკრძალვაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 01 ნოემბერი 2024, 00:35

ადამიანის უფლებები არის უმაღლეს დონეზე დაცული ჩვენს ქვეყანაში, არავინ არავის პირად ცხოვრებაში არ იჭრება და ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ იმას, რომ არავის განსასჯელი არ არის არავის პირადი ცხოვრება, არც ცხოვრების წესი და ა.შ. არასდროს არ ყოფილა ადამიანის უფლებები დაცული ისე, როგორც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში.

პრემიერის თქმით, „ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი“ ეხება მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის შეზღუდვას.

„ამ კანონში ერთადერთი საუბარია პროპაგანდის აკრძალვაზე, მეტი არაფერზე. როცა ვიღაც ამბობს, რომ ეს კანონი არ არის კარგი, მაშინ უნდა დაასაბუთოს, რა არ მოსწონთ ამ კანონში. ერთადერთ რამეზეა საუბარი, პირდაპირ წერია ეს, რაც ასე აღარ არის სხვათაშორის ბევრ ქვეყანაში. ხშირად საუბრობენ ხოლმე დაცინვით და ირონიით ამ საკითხზე, დედა დედაა, მამა მამაა და თითქოს ეს ისევ ჩვეულებრივი მოვლენაა. სტრასბურგის პრაქტიკა არსებობს საკმაოდ პრობლემური ამასთან დაკავშირებით, ევროპაში არის ის ტენდენცია, რომ დედას დედა შეიძლება აღარ ერქვას და მამას მამა შეიძლება აღარ ერქვას. კონკრეტულ სახელმწიფოებში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებია განხორციელებული ამასთან დაკავშირებით. ამ კანონში წერია ერთადერთი რამ, რომ არ გვინდა ეს პროპაგანდა, დედას ერქვას დედა, მამას ერქვას მამა და თურმე, ეს კანონი არ ვარგა. დაგვისაბუთონ მაშინ, რატომ არ ვარგა ეს კანონი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

17 სექტემბერს, პარლამენტმა, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ვაპირებთ საარჩევნო პროგრამის შესაბამისად ბიუჯეტის გადახედვას და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც განიხილავს პარლამენტი, იქნება 2025 წლის ბიუჯეტი
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - თუ ვერ მიხვდებიან „ტოპტვინები“, არიან გარე „ტოპტვინები“, რომლებიც რჩევას მისცემენ და ისინი ბევრად უფრო მალე შევლენ პარლამენტში, ვიდრე შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს
დაჩი ცაგურია - მინდა, ელჩებს მივმართო, ჩემო კარგო ხალხო, დიდი პატივისცემის მიუხედავად, მინდა, იცოდეთ, რომ თქვენ ბანანის რესპუბლიკაში არ ხართ ჩამოსული
პრემიერი: ადამიანებმა პირდაპირ მოუწოდეს სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ახლა მათთვის არაფერს ნიშნავს არც ბაიდენის და არც ბორელის განცხადებები
ირაკლი კობახიძე ISFED-ის ანგარიშზე: რა არის ის პივიტი, რომელიც რევოლუციამდე არ მიგვიყვანს, ასეთია მიდგომა, მარტო იმ შემთხვევაში აქვს ფასი პივიტის გამოქვეყნებას, თუ არის გაყალბებული
არქივი