ირაკლი კობახიძე: მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს - ანგარიშში მოცემულია ზოგადი ფრაზები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 01 ნოემბერი 2024, 00:10

მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს - არის ზოგადი ფრაზები მოცემული ამ ანგარიშში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ანგარიშში არ არის მოცემული დადგენილი ფაქტები.

„მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს - არის ზოგადი ფრაზები მოცემული ამ ანგარიშში, საქმე ეხება მოსყიდვას, რესურსის გამოყენებას, დაშინებას და ა.შ. პრესკონფერენციაზე ჰკითხეს და ჩვენც ვკითხეთ შეხვედრაზე მისიის ხელმძღვანელს, როცა საუბარია ბიულეტენების ჩაყრაზე, რამდენი შემთხვევა იყო, იყო ორი შემთხვევა, მეტი არ ყოფილა. ანუ 3111 უბნიდან ასეთი შემთხვევა მხოლოდ ორი დაფიქსირდა. ერთი უკავშირდებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, მაშინვე აღიძრა საქმე, მაშინვე დაიხურა უბანი, მყისიერი იყო ზომები, რაც იქნა მიღებული, მეორე - „ლელოს“ ბიულეტენები ეჭირა ადამიანს და იქაც არ მიეცა მას ამის გაკეთების საშუალება. ანუ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, წერია ზოგადი ფრაზა, მრავალჯერადი ხმის მიცემა, ჩაყრა და ა.შ. იგივე მოსყიდვა - ათასი უბნიდან დაადგინეს ათი შემთხვევა, სადაც ვიღაცამ ვიღაცას ფული მისცა. მისცა თუ არა, ეგეც არ ვიცი, ამაშიც არ ვარ დარწმუნებული, იმიტომ, რომ ათასი ინტრიგანი იყო ჩართული საარჩევნო პროცესებში, მაგრამ დავუშვათ, მისცა, ანუ 10 შემთხვევა დაინახა სხვადასხვა დამკვირვებელმა, რომ ვიღაცა ვიღაცას აძლევდა ფულს. აქ დადგენილი კი არ აქვთ სადმე, რომ ვინმემ ვინმე მოისყიდა, რა მიზნით გადასცა თანხა. არაფერი არაა დადგენილი, მაგრამ მთავარი ხომ თვითონ ციფრებია. ათი სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა ათას უბანზე, სადაც მივიდა 700 000 ამომრჩეველი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არც სისტემური და არც არსებითი პრობლემა ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით არ არსებობდა. იგივე ეხება ყველაფერს, ხმის ფარულობასაც და ა.შ. თავისივე დასკვნით ISFED-ი ადასტურებს იმას, რომ არავითარი არათუ არსებითი, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემა არ ჰქონია ამ არჩევნებს“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა, 53 პროცენტი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზე კი 11 პროცენტით გავიდა კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა. საარჩევნო ბარიერი ასევე გადალახეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „გახარია საქართველოსთვის“.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ჩატარებული არჩევნები უკვე აღიარა. ამ თემაზე კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა ისაუბრა. „მინდა გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტიანად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანს იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას“, - განაცხადა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ვაპირებთ საარჩევნო პროგრამის შესაბამისად ბიუჯეტის გადახედვას და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც განიხილავს პარლამენტი, იქნება 2025 წლის ბიუჯეტი
ირაკლი კობახიძე: არავინ არავის პირად ცხოვრებაში არ იჭრება, არასდროს ყოფილა ადამიანის უფლებები დაცული ისე, როგორც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში, „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონში საუბარია მხოლოდ პროპაგანდის აკრძალვაზე
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - თუ ვერ მიხვდებიან „ტოპტვინები“, არიან გარე „ტოპტვინები“, რომლებიც რჩევას მისცემენ და ისინი ბევრად უფრო მალე შევლენ პარლამენტში, ვიდრე შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს
დაჩი ცაგურია - მინდა, ელჩებს მივმართო, ჩემო კარგო ხალხო, დიდი პატივისცემის მიუხედავად, მინდა, იცოდეთ, რომ თქვენ ბანანის რესპუბლიკაში არ ხართ ჩამოსული
პრემიერი: ადამიანებმა პირდაპირ მოუწოდეს სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ახლა მათთვის არაფერს ნიშნავს არც ბაიდენის და არც ბორელის განცხადებები
არქივი