ირაკლი კობახიძე: 700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მხოლოდ 25 შემთხვევა დააფიქსირა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 31 ოქტომბერი 2024, 23:39

700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ISFED-ის საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1 000 უბნიდან 9 %-ზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა, შემდეგ კი წერია, რომ მხოლოდ 25 შემთხვევა იყო ასეთი, რაც არაკომპეტენტურობაზეც მეტყველებს.

„ახლა გეტყვით, თუ რა უწერია ISFED-ს ხმის ფარულობაზე მის საბოლოო ანგარიშში. ხმის ფარულობის, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, ანუ სადაც დაცული არ იყო კენჭისყრის ფარულობა დაფიქსირდა უბნების 9%-ზე. ანუ, 1000 უბანზე აკვირდებოდნენ ისინი არჩევნებს და აქედან, დაახლოებით, 90 უბანზე დააფიქსირეს მათ ხმის ფარულობის დარღვევა. ახლა რა არის მნიშვნელოვანი - 7 00 000 ამომრჩეველს მოიცავს, დაახლოებით, 1 000 უბანი, აქტიურ ამომრჩეველზე მაქვს საუბარი. ამ 1 000 უბანზე ხმა მისცა 700 000-მა ამომრჩეველმა, უხეშად. ახლა ხომ გაინტერესებთ რამდენია ეს „ტოტალური დარღვევა“ ხმის მიცემის ფარულობის, თან შეგახსენებთ, რომ ამას აკვირდებოდა თითო საარჩევნო უბანზე 8 კომისიის წევრი და საშუალოდ ამდენივე დამკვირვებელი, მათ შორის „ენჯეოები“, ტელევიზიები და ა.შ. ყველა იქ იყო. 700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირა. 9 % საიდან გამოიყვანეს, ეს არაკომპეტენტურობაზეც მეტყველებს, 9 % არის 90 უბანი და შემდეგ გადმოშლი და უწერიათ, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირეს მხოლოდ ISFED-ის წარმომადგენლებმა,“- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა, 53 პროცენტი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზე კი 11 პროცენტით გავიდა კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა. საარჩევნო ბარიერი ასევე გადალახეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „გახარია საქართველოსთვის“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ვაპირებთ საარჩევნო პროგრამის შესაბამისად ბიუჯეტის გადახედვას და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც განიხილავს პარლამენტი, იქნება 2025 წლის ბიუჯეტი
ირაკლი კობახიძე: არავინ არავის პირად ცხოვრებაში არ იჭრება, არასდროს ყოფილა ადამიანის უფლებები დაცული ისე, როგორც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში, „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონში საუბარია მხოლოდ პროპაგანდის აკრძალვაზე
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - თუ ვერ მიხვდებიან „ტოპტვინები“, არიან გარე „ტოპტვინები“, რომლებიც რჩევას მისცემენ და ისინი ბევრად უფრო მალე შევლენ პარლამენტში, ვიდრე შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს
დაჩი ცაგურია - მინდა, ელჩებს მივმართო, ჩემო კარგო ხალხო, დიდი პატივისცემის მიუხედავად, მინდა, იცოდეთ, რომ თქვენ ბანანის რესპუბლიკაში არ ხართ ჩამოსული
პრემიერი: ადამიანებმა პირდაპირ მოუწოდეს სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ახლა მათთვის არაფერს ნიშნავს არც ბაიდენის და არც ბორელის განცხადებები
არქივი