ზურაბ ჯაფარიძე - მოლოდინი თუ არსებობს, რომ ყოველდღიური, ყოველსაათობრივი გაწერილი გეგმა იქნება, ეგეთი გეგმა ბუნებაში ვერ იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 31 ოქტომბერი 2024, 21:58

ორშაბათს გამოცხადდება რაღაც, თუმცა მე ვერ ვხედავ გეგმის ბევრ ვერსიას, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, არსებობს პროცესების განვითარების შესაძლო სცენარები, სადაც ასევე არ არის ბევრი ვერსია.

„დღეს რაც გამოცხადდა, არის ის, რომ ჯამში სამმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მეტწილად დაასრულა მუშაობა მტკიცებულებების შეგროვებაზე. დიდი პაკეტი არის შეკრული, რომელიც გადაეგზავნება ყველა სადამკვირვებლო მისიას და ყველა ჩვენს დასავლელ პარტნიორს, თუმცა ეს პროცესი გრძელდება. დამატებით კიდევ მოდის მილიონი რაღაც და საკმაოდ დიდ მასალაზეა საუბარი. სხვათა შორის, დღეს სამოქალაქო სექტორმაც, „ჩვენი ხმა“ დაასრულა მტკიცებულებების შეგროვება და მათაც საკმაოდ დიდი ბაზა გააკეთეს. დღეს რაც დაანონსდა არის ის, რომ ორშაბათს საღამოს იქნება დიდი აქცია. ვნახე, რომ განსხვავებული აზრები იყო ამასთან დაკავშირებით, როდის უნდა ყოფილიყო ეს. ჩვენთან, შიგნითაც განსხვავებული აზრები იყო თარიღთან დაკავშირებით. ბევრი მსჯელობა იყო, რომელი დღე სჯობდა. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან ბევრი ხალხია, სამი პოლიტიკური ჯგუფია, რომელშიც კიდევ შედის ბევრი პოლიტიკური ჯგუფი. უნდა გვესმოდეს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის გზით. ამიტომ ეს იყო კონსენსუსური ვერსია. გეგმას რაც შეეხება, ორშაბათს გამოცხადდება რაღაც, თუმცა მე ვერ ვხედავ გეგმის ბევრ ვერსიას. რაღაც მოლოდინი თუ არსებობს, რომ ყოველდღიური, ყოველსაათობრივი გაწერილი გეგმა იქნება, ეგეთი გეგმა ბუნებაში ვერ იქნება. არსებობს რაღაც პროცესების განვითარების შესაძლო სცენარები, სადაც ასევე არ არის ბევრი ვერსია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღეს სამი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ორშაბათს შეიკრიბებიან რუსთაველზე და სამოქმედო გეგმას იქ წარადგენენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე ISFED-ის ანგარიშზე: რა არის ის პივიტი, რომელიც რევოლუციამდე არ მიგვიყვანს, ასეთია მიდგომა, მარტო იმ შემთხვევაში აქვს ფასი პივიტის გამოქვეყნებას, თუ არის გაყალბებული
ირაკლი კობახიძე: არჩევნები ჩატარდა სუფთად, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, ვისაც რა უნდა, ის გადაამოწმოს
ირაკლი კობახიძე: ბაია პატარაია, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, დასცინოდნენ ადამიანებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ID-ბარათის ჩიპი შეიცავს ეშმაკის ნიშანს და ახლა ამტკიცებენ, რომ ეშმაკი იყო ჩაბუდებული ხმის მიცემის აპარატებში
ირაკლი კობახიძე: მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს - ანგარიშში მოცემულია ზოგადი ფრაზები
ირაკლი კობახიძე: 700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მხოლოდ 25 შემთხვევა დააფიქსირა
არქივი