სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამოქმედო გეგმას ორშაბათს წარადგენენ - შევიკრიბებით რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 31 ოქტომბერი 2024, 20:29

სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეიკრიბებიან ორშაბათს რუსთაველზე და დეტალურად იქ გააცნობენ საზოგადოებას სამოქმედო გეგმას.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა ბრძოლა ამ არჩევნების არალეგიტუმურად აღიარებისთვის. გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან, როგორც ვაკეთებდით რამდენიმე დღის განმავლობაში და რამაც დადო შედეგი არაღიარებისა. ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, საღამოს შვიდ საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ, შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

სამი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრას ესწრებოდნენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ამასთან, შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: არჩევნები ჩატარდა სუფთად, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, ვისაც რა უნდა, ის გადაამოწმოს
ირაკლი კობახიძე: ბაია პატარაია, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, დასცინოდნენ ადამიანებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ID-ბარათის ჩიპი შეიცავს ეშმაკის ნიშანს და ახლა ამტკიცებენ, რომ ეშმაკი იყო ჩაბუდებული ხმის მიცემის აპარატებში
ირაკლი კობახიძე: მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნა არის დადებითი, რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს - ანგარიშში მოცემულია ზოგადი ფრაზები
ირაკლი კობახიძე: 700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მხოლოდ 25 შემთხვევა დააფიქსირა
არესტოვიჩი: რუსეთის იზოლაცია არ არსებობს - ნატო და ევროკავშირი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებშია, ისინი რუსეთისგან ყიდულობენ რესურსებს, რაც რუსეთს ომის წარმოების შესაძლებლობას აძლევს
არქივი