გიორგი სანტურიანი - 652 საჩივრიდან მხოლოდ შვიდი ეხება გაფერადების შემდგომ ბიულეტენის მეორე მხარეს მონიშვნის არსებობას, რაც ადასტურებს, რომ კენჭისყრის დღეს აღნიშნული საკითხი, როგორც პრობლემა, არ იყო იდენტიფიცირებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 31 ოქტომბერი 2024, 20:03

26, 27 და 28 ოქტომბერს წარმოდგენილი 652 საჩივრიდან მხოლოდ შვიდი ეხება გაფერადების შემდგომ ბიულეტენის მეორე მხარეს მონიშვნის არსებობას, რაც ადასტურებს, რომ კენჭისყრის დღეს აღნიშნული საკითხი, როგორც პრობლემა, არ იყო იდენტიფიცირებული, – ამის შესახებ ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა, გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გარკვეულ საჩივრებთან დაკავშირებით. კერძოდ, თუკი შევაჯამებთ 26, 27 და 28 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმოდგენილ საჩივრებს, სულ წარმოდგენილია 652 საჩივარი და წარმოდგენილი საჩივრებიდან მხოლოდ შვიდი საჩივარი შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც საჩივრის ავტორი მიუთითებს გაფერადების შემდგომ ბიულეტენის მეორე მხარეს შესაბამისი მონიშვნის არსებობაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კენჭისყრის დღეს აღნიშნული საკითხი, როგორც პრობლემა, არ იყო იდენტიფიცირებული. სამი დღის განმავლობაში მხოლოდ 652 საჩივრიდან ამგვარ შინაარსს შეეხებოდა მხოლოდ შვიდი საჩივარი“, – აღნიშნა სანტურიანმა.

გიორგი სანტურიანმა დღევანდელ ბრიფინგზე წარმოდგენილი საჩივრების შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია. ცესკო-ს წარმომადგენლის თქმით, 2024 წლის არჩევნებთან მიმართებით სულ 1170 საჩივარია წარმოდგენილი, რაც კლებით და დადებით ტენდენციაზე მიანიშნებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანა ბუჩუკური - ტექნიკურ დონეზე გვაქვს კომუნიკაცია ოპოზიციასთან, ასევე გვაქვს ჩვენი გეგმა
ზურაბ ჯაფარიძე - მოლოდინი თუ არსებობს, რომ ყოველდღიური, ყოველსაათობრივი გაწერილი გეგმა იქნება, ეგეთი გეგმა ბუნებაში ვერ იქნება
მამუკა მდინარაძე - სამ დღეში ვინ გვეტყვის, ეგ მაინც გვითხრან, ტოპტვინები თუ თენგო?
სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამოქმედო გეგმას ორშაბათს წარადგენენ - შევიკრიბებით რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ
სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, რომელსაც „გახარია საქართველოსთვის“ წევრები არ ესწრებოდნენ
არქივი