მიხეილ სააკაშვილი - სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ოღონდ არ მსურს, ჩემს უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი ისიც აღმოჩნდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
23 31 ოქტომბერი 2024, 18:08

არ მსურს, რომ ჩემს უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი პრეზიდენტი ზურაბიშვილიც აღმოჩნდეს, რომელსაც რეალურად შეეძლო ამ უსამართლობის აღმოფხვრა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მე სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მომეწონა, რომ ის არ წამოეგო პროვოკაციას და არ დათანხმდა რუსული პროკურატურის მოთხოვნას.

მე ვნახე, რომ ქ-ნ სალომეს არც მედვედევის მუქარა გამორჩენია მხედველობიდან.

ოღონდ სამართლიანობა მოითხოვს, რომ ზუსტად ასეთი, მოსკოვიდან მოსული ინსტრუქციების შედეგად უკვე სამ წელზე მეტი ვიმყოფები თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით პატიმრობაში და არ მსურს, რომ ამ უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი პრეზიდენტი ზურაბიშვილიც აღმოჩნდეს, რომელსაც რეალურად შეეძლო ამ უსამართლობის აღმოფხვრა.

თქვენ რას ფიქრობთ, ხალხო?“ – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი სანტურიანი - 652 საჩივრიდან მხოლოდ შვიდი ეხება გაფერადების შემდგომ ბიულეტენის მეორე მხარეს მონიშვნის არსებობას, რაც ადასტურებს, რომ კენჭისყრის დღეს აღნიშნული საკითხი, როგორც პრობლემა, არ იყო იდენტიფიცირებული
ცესკო - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით სულ წარმოდგენილია 1170 საჩივარი, რაც მიანიშნებს კლებით და დადებით ტენდენციაზე, რომელიც 2020 წლის შემდეგ გვაქვს
რატი იონათამიშვილი: სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ ამ არჩევნებზე ძალადობის პროვოცირებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენდა
გივი მიქანაძე თამუნა შიოლაშვილზე: ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე შიგნიდან მათივე წარმომადგენლები აჟღერებენ ინფორმაციას, როდესაც ისინი ხედავენ ასეთ უსამართლობას
აშშ-მა რუსული ბანკები დროებით სანქცირებულთა სიიდან ამოიღო
არქივი