გივი მიქანაძე თამუნა შიოლაშვილზე: ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე შიგნიდან მათივე წარმომადგენლები აჟღერებენ ინფორმაციას, როდესაც ისინი ხედავენ ასეთ უსამართლობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 31 ოქტომბერი 2024, 17:47

ოზურგეთის საარჩევნო კომისიის წევრის კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“ თამუნა შიოლაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ე.წ. სქრინებს „ქართული ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე „ქრონიკასთან" საუბრისას გამოეხმაურა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე შიგნიდან მათივე წარმომადგენლები აჟღერებენ ინფორმაციას, როდესაც ისინი ხედავენ ასეთ უსამართლობას და ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას, რომელიც, პირველ რიგში, აზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. საერთაშორისო დონეზე ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყნის რეპუტაციულ იმიჯს ზიანი მიაყენოს. ეს ადამიანები უკვე გამოდიან ამ სივრციდან და ისინი სიმართლის მხარეს დგებიან, ამბობენ იმ რეალობის შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა თუ როგორ აიძულებდნენ მათ რაღაც ნაბიჯები გადაედგათ, რაღაც გადაწყვეტილებები მიეღოთ.

ეს ერთ-ერთი კონკრეტული მხილებაა, თორემ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან ბევრია ასეთი“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

თამუნა შიოლაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ „იყო მითითება მიზნად დამესახა დაწერილიყო საჩივრების მაქსიმალური რაოდენობა, შექმნილი იყო „ჩათი“ სადაც ხდებოდა „დირექტივების“ გამოგზავნა ძირითადად „ლელოდან“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ვაშინგტონ პოსტი“ - ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა გატეხეს კომპიუტერული სისტემა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს რამდენიმე განყოფილებაში, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სანქციებზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: შოკირებული და დამწუხრებულები ვართ ცნობებით ახალ ორლეანში მომხდარი თავდასხმის შესახებ
დონალდ ტრამპი - აშშ იშლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ეროზია მიმდინარეობს და ამის შეჩერება მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია
სროლა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში - დაშავებულია 10 ადამიანი. პოლიცია ფაქტს ახალ ორლეანში მომხდარ ინციდენტს უკავშირებს
ქაოსი ბრიუსელში ახალი წლის ღამეს - უცნობმა პირებმა ათობით ავტომობილი დაწვეს, მეხანძრეებს კი „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ
არქივი