8
31 ოქტომბერი 2024, 17:43
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქცირებულ რუსულ ბანკებს ენერგეტიკასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელების ნება დართო.
ფინანსური ოპერაციების წარმოებას რუსეთის რამდენიმე ბანკი, მათ შორის Sberbank-ი, VTB და Rosbank-ი, ასევე რუსეთის რამდენიმე საკრედიტო ორგანიზაცია შეძლებს. ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქმე ეხება ტრანზაქციებს, რომლებიც ენერგომატარებლების მოპოვებას, გადამუშავებას, ტრანსპორტირებასა და ვაჭრობას ეხება.
შეზღუდვა 2024 წლის 1 ნოემბრამდეა მოხსნილი მისი გაგრძელების შესაძლებლობით.
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს , რომ ამერიკის შეერთებული შტატები საკმარისად პრაგმატულ პოზიციას იკავებენ და სწრაფად რეაგირებს მაშინ, როცა საქმე ამერიკის სავაჭრო- ეკონომიკურ ინტერესებს ეხება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |