გურამ მაჭარაშვილი ბენ კარდინზე: ბრალი აქვს წაყენებული და უნდა, რომ დაიცვას თავი. თვითონ აღმოჩნდა, ახლა იმ სიტუაციაში, რომ შეიძლება ჩვენი დასაცავი გახდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 31 ოქტომბერი 2024, 16:19

თვითონ აღმოჩნდა ახლა იმ სიტუაციაში, რომ შეიძლება ჩვენი დასაცავი გახდეს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ამერიკის სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის ბენ კარდინის შესახებ, რომელიც ცნობილი რუსი პრანკერების მახეში მოხვდა.

„სამართალი დადის, მართალია, ნელა, მაგრამ ყველას მიადგება ხოლმე და ახლა მიადგა ამ კომისიას და მის ლიდერს, რომელიც იყო განსაკუთრებულად უსამართლო საქართველოსთან მიმართებაში. ახლა თვითონ აქვს სამართალში საქმე და ბრალი აქვს წაყენებული და უნდა, რომ დაიცვას თავი. ასეა, როდესაც შენ არავინ გეკითხება სხვა სახელმწიფოში და ცხვირს ყოფ, თან უსამართლოდ, აბსოლუტურად არ ხარ გონზე, რა ხდება და უსამართლოდ ცილს სწამებ ქვეყანას, რომელიც არის დემოკრატიის გზაზე დამდგარი, ასე მოუვა ყველას. თვითონ აღმოჩნდა ახლა იმ სიტუაციაში, რომ შეიძლება ჩვენი დასაცავი გახდეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ვერავის გავუტარებთ იმას, რომ ჩვენს მიმართ უსამართლო განცხადებები იყოს, ეს დრო წავიდა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სენატორი ბენ კარდინი ცნობილი რუსი პრანკერების, ვოვანის და ლექსუსის მახეში მოხვდა. პრანკერებმა მისი საუბრის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნეს. ის დარწმუნებული იყო, რომ უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას ესაუბრებოდა. საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო. ბენ კარდინმა უკმაყოფილება გამოთქვა, მისი აღქმით, საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილების გამო. პრანკერის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დასავლეთმა საქართველოს სწორი გადაწყვეტილებების მიღება უნდა აიძულოს, ის დაეთანხმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ვაშინგტონ პოსტი“ - ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა გატეხეს კომპიუტერული სისტემა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს რამდენიმე განყოფილებაში, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სანქციებზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: შოკირებული და დამწუხრებულები ვართ ცნობებით ახალ ორლეანში მომხდარი თავდასხმის შესახებ
დონალდ ტრამპი - აშშ იშლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ეროზია მიმდინარეობს და ამის შეჩერება მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია
სროლა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში - დაშავებულია 10 ადამიანი. პოლიცია ფაქტს ახალ ორლეანში მომხდარ ინციდენტს უკავშირებს
ქაოსი ბრიუსელში ახალი წლის ღამეს - უცნობმა პირებმა ათობით ავტომობილი დაწვეს, მეხანძრეებს კი „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ
არქივი