„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციის „ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მორიგ სტატიას ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისტორიულად ყველაზე სანდო მონიტორინგის მისიის, ეუთო/ოდირის შეფასებით, საქართველოში არჩევნების გაყალბება არ მტკიცდება და ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა.
ქართველიშვილის განცხადებით, ინფორმაციის ღია წყაროებიდან ირკვევა, რომ ეუთო-ს სამდივნოს ხელმძღვანელობა არაფორმალურ დონეზე აღიარებს მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო დარღვევების ფაქტებს - თუმცა, ასევე უპრეცედენტო საგარეო ზეწოლის გამო ამის ოფიციალური გასაჯაროება ვერ მოხდება.
ქართველიშვილი მიესალმება ეუთო/ოდირის კომისიის სიმტკიცეს, რომელზეც არანაკლები ზეწოლა იქნებოდა საქართველოსთან მიმართებაშიც, მოლდოვაში - ზეწოლას ვერ გაუძლეს, თუმცა გაუძლეს საქართველოში.
„ისტორიულად ყველაზე სანდო მონიტორინგის მისიის, ეუთო/ოდირის შეფასებით, საქართველოში არჩევნების გაყალბება არ მტკიცდება და ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ხმა „ოცნებას“ მისცა“, - ნათქვამია ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციის „ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ ჩვენი ქვეყნის შესახებ გამოქვეყნებულ მორიგ სტატიაში.
ამავდროულად, ინფორმაციის ღია წყაროებიდან ვიგებთ, რომ ეუთო-ს სამდივნოს ხელმძღვანელობა არაფორმალურ დონეზე აღიარებს მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო დარღვევების ფაქტებს - თუმცა, ასევე უპრეცედენტო საგარეო ზეწოლის გამო (აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან), ამის ოფიციალური გასაჯაროება ვერ მოხდება.
ჩვენ კი შეგვიძლია მხოლოდ მივესალმოთ ეუთო/ოდირის კომისიის სიმტკიცეს, რომელზეც (ყოველგვარი ეჭვის გარეშე) არანაკლები „პირიქითა“ ზეწოლა იქნებოდა განხორციელებული. უბრალოდ სრულიად განსხვავებული აქცენტებით: მოლდოვაში - ოპოზიცია უნდა ჩაეძირათ, საქართველოში კი - ხელისუფლება. მოლდოვაში - ზეწოლას ვერ გაუძლეს, სამაგიეროდ გაუძლეს საქართველოში“,- წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |