„ისფედის“ დირექტორი ნინო დოლიძე მისივე ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ პივიტიზე: თუ მე ვერ ვენდობი შედეგებს, იმას ვერ გამოვაქვეყნებ და მე გეუბნებით, რომ არ ვენდობი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
4 31 ოქტომბერი 2024, 15:11

„ისფედი“ პივიტის არ გაასაჯაროებს. 5 დღიანი დუმილის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციამ პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ „ისფედი“ თავისსავე მიღებულ შედეგებს არ ენდობა.

„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი ნინო დოლიძე აცხადებს, რომ ის არ არის ვალდებული საზოგადოებას გააცნოს ის პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ცესკოს მონაცემებს ემთხვევა.

„ეს არავის ვალდებულება არ არის ჩვენის მხრიდან. ეს არის ჩვენი რაოდენობრივი მონაცემები, რომელიც დღის განმავლობაში ჩვენ პრობლემებს გვაწოდებდა, მოგვცა იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენს მიერ დაგროვილი შედეგები ვეღარ იქნება ხალხის ნების გამოხატულება. ჩვენ არ ვაქვეყნებთ რიცხვებს, შედეგებს იმიტომ, რომ ის პრობლემები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, რა კავშირიც აქვთ მათ ერთმანეთთან, სწორედ აქედან გამომდინარე ის დამდგარი შედეგები ვერ იქნება გამოხატულება. თუ მე ვერ ვენდობი შედეგებს, იმას ვერ გამოვაქვეყნებ და მე გეუბნებით, რომ არ ვენდობი“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი - სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ოღონდ არ მსურს, ჩემს უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი ისიც აღმოჩნდეს
რატი იონათამიშვილი: სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ ამ არჩევნებზე ძალადობის პროვოცირებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენდა
გივი მიქანაძე თამუნა შიოლაშვილზე: ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე შიგნიდან მათივე წარმომადგენლები აჟღერებენ ინფორმაციას, როდესაც ისინი ხედავენ ასეთ უსამართლობას
აშშ-მა რუსული ბანკები დროებით სანქცირებულთა სიიდან ამოიღო
ზაალ მიქელაძე ფრანგი ევროპარლამენტარის განცხადებაზე: ასეთია გონიერი ევროპა , „როთების“ საპირწონედ
არქივი