დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში ამომრჩევლებთან ნაგვის გადამამუშავებელი სატვირთო ავტომობილით გამოჩნდა. პრეზიდენტობის კანდიდატი ამ გზით, ჯოზეფ ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ტრამპის ამომრჩევლებს „ნაგავი“ უწოდა.
პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის ფორმაც მოირგო და განაცხადა, რომ მისი ამომრჩეველი ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები 250 მილიონი ადამიანია.
თავის მხრივ, ბაიდენის განცხადებაც ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც გაემიჯნა. მან აღნიშნა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ადამიანების გაკრიტიკებას იმის გამო, თუ ვის აძლევენ ხმას.
ბაიდენმა კი მოგვიანებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ სიტყვა „ნაგავი“ კომიკოს ტონი ჰინჩკლიფის მისამართით გამოიყენა, რომელმაც ტრამპის მხარდამჭერ აქციაზე პუერტო-რიკოს „ნაგვის მოტივტივე კუნძული“ უწოდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |