პროკურატურამ არჩევნების გაყალბების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 31 ოქტომბერი 2024, 14:40

საქართველოს პროკურატურამ არჩევნების გაყალბების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას ბრალდებულებმა მარნეულის №69-ე საარჩევნო უბანზე, არჩევნების გაყალბების მიზნით, საარჩევნო ყუთში ყალბი ბიულეტენები ჩაყარეს, რამაც აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა გამოიწვია.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 31 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (არჩევნების გაყალბება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი - სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ოღონდ არ მსურს, ჩემს უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი ისიც აღმოჩნდეს
რატი იონათამიშვილი: სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ ამ არჩევნებზე ძალადობის პროვოცირებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენდა
გივი მიქანაძე თამუნა შიოლაშვილზე: ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე შიგნიდან მათივე წარმომადგენლები აჟღერებენ ინფორმაციას, როდესაც ისინი ხედავენ ასეთ უსამართლობას
აშშ-მა რუსული ბანკები დროებით სანქცირებულთა სიიდან ამოიღო
ზაალ მიქელაძე ფრანგი ევროპარლამენტარის განცხადებაზე: ასეთია გონიერი ევროპა , „როთების“ საპირწონედ
არქივი