„პოლიტიკო“ - აშშ-ში პოლიციის უფროსები და შერიფები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ძალადობის, უბნებზე არეულობისა და ამომრჩეველთა დაშინების შესაძლო საფრთხეებისთვის ემზადებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 31 ოქტომბერი 2024, 13:27

აშშ-ში არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად პოლიციის უფროსები და შერიფები მთელი ქვეყნის მასშტაბის საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ ძალადობის, საარჩევნო უბნებზე არეულობისა და ამომრჩეველთა დაშინების შესაძლო საფრთხეებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, არიზონის შტატის მარიკოპას ოლქში 5 ნოემბერს რამდენიმე საგანგებო ცენტრი იმუშავებს. ჯორჯიის შტატში პოლიციის ყველა ახალ ოფიცერს მოეთხოვება საარჩევნო სამართლის შესწავლა. ნებრასკას შტატის ომაჰას ოლქში შერიფმა ადგილობრივი მცხოვრებლების შეშფოთებების საპასუხოდ ბიულეტენების მთვლელი მანქანა შეამოწმა. ამას გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებთან გადიან კონსულტაციებს, როგორ მოახდინონ რეაგირება სხვადასხვა საფრთხეზე, მათ შორის ბომბის არსებობის, ცრუ განგაშის შეტყობინებაზე, თეთრი ფხვნილისებრი ნივთიერების აღმოჩენაზე, თუ მსგავს რამეს ადგილი ექნება არჩევნების დღეს.

ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ ბევრი სამართალდამცავი და საარჩევნო ექსპერტი საშინელ ნორმად განიხილავს იმას, რომ ამერიკაში არჩევნები მუქარების, ხულიგნობისა და ძალადობის ფონზე იმართება.

„ეს არის ახალი რეალობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიმედოვნებთ, არჩევნების დღე იქნება მშვიდობიანი, წყნარი და ყველასთვის უსაფრთხო. იმედი არ არის სტრატეგია, სტრატეგია – მომზადებაა“, – განაცხადა „პოლიტიკოსთან“ საუბარში მეიჯორის ოლქის შერიფთა ასოციაციის დირექტორმა, მეგან ნოლანდმა.

სამართალდამცველები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ყველაფერი ოთხი წლის წინ შეიცვალა, როდესაც 2020 წლის არჩევნებამდე დონალდ ტრამპი ამტკიცებდა, რომ დემოკრატები მას პრეზიდენტობას მოჰპარავდნენ. შემდგომ, როდესაც ხმებს ითვლიდნენ და მისი მარცხი ჯო ბაიდენის წინაშე უდავო გახდა, მან და მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს სიცრუე და კონსპირაციული თეორიები საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო უბნების თანამშრომლების შესახებ. მისმა მხარდამჭერებმა შეაფერხეს ხმების დათვლა დეტროიტში, ისინი ატერორებდნენ ჯორჯიის შტატის საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაკებს და 2021 წლის 6 იანვარს შეიჭრნენ კაპიტოლიუმში და დაარბიეს ის. ახლა, როდესაც ტრამპი კვლავ ავრცელებს სიცრუეს არჩევნების გაყალბების შესახებ და ცილს სწამებს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, სამართალდამცველები შიშობენ, რომ ძალადობისკენ გზა გახსნილია.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება და თავდასხმები დემოკრატიის მექანიზმებზე დაწყებულია. ბოლო დღეებში, ბიულეტენები დააზიანეს საარჩევნო ყუთებისთვის სავარაუდოდ ცეცხლის წაკიდებით არიზონაში, მასაჩუსეტსში, ვაშინგტონსა და ორეგონში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნანა კაკაბაძე: ნაც-პროპაგანდისტები არ მალავენ, რომ ძალაუფლების ხელში აღების შემთხვევაში „ოცნების“ ლიდერებს ოჯახების ამოწყვეტით, ხოლო ხელისუფლების იდეოლოგიურ საყრდენად მიჩნეულ „იმედის“ ტელევიზიას მიწასთან გასწორებით ემუქრებიან
ჯონ რიში - საქართველოს ოცნება ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანებაა, მთავრობამ ამას პატივი უნდა სცეს
ცესკო - საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს
პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს
სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა იურისტთა ჯგუფი, რომელსაც ეკა ბესელია გაუწევს კოორდინაციას
არქივი