8
31 ოქტომბერი 2024, 13:24
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს კიდევ ერთხელ ეხმიანება და აღნიშნავს, რომ არაფერი ახალი არ მომხდარა.
მისი თქმით, როცა არჩევნებში ლიბერალები იმარჯვებენ, მაშინ ეს ფასდება როგორც დემოკრატიის ზეიმი, ხოლო როცა მარცხდებიან, ითვლება, რომ დემოკრატია დასრულდა.
„საქართველოში ჩატარებული არჩევნების გარშემო დებატებში არაფერია ახალი. ყველგან იგივე ისტორიაა: თუ ლიბერალები იგებენ, არჩევნები დემოკრატიულადაა ჩატარებული, ხოლო თუ აგებენ, დემოკრატია დასრულებულია“, - დაწერა ორბანმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |